დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მშობელთა ხიდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №687
2013 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მშობელთა ხიდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ,,მშობელთა ხიდს“’ (ს/კ 204436921) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 20 წლის ვადით გადასცეს ქ. თბილისში, ჩიქობავას ქ.№29/გოცირიძის ქ.№2 -ში მდებარე შენობა -ნაგებობა №1 -ში 767,4 კვ.მ ფართი (მ.შ I სართული–376 კვ.მ, II სართული–391,4 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.06.034.014).
2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) ა(ა)იპ –,,მშობელთა ხიდმა“ განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;
ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ მთელ ქონებაზე ა(ა)იპ –,,მშობელთა ხიდმა“ განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები