საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1012
22/12/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
000000000.00.00.000000
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1012

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა, აღიარებს რა, რომ ინვეს­ტი­ციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას, ,,საქართვე­ლოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმია­ნო­ბის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის ,,ზ“ , ,,თ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმი­ნის­ტრა­ციული კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სახელ­მ­წიფო ქონების შემძენთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე­ბულებების შესრულების, ასევე ინვესტი­ციების განხორ­ციელების (საინვესტიციო საქმიანობა) ხელ­შეწყობის მიზნით, საინვესტიციო გარემოს შეცვლის გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორ­ციუ­ლო­ბის დაცვის პრინციპზე დაყრდნობით, შეეცვალოთ ან/და გადაუვადდეთ სახელმ­წი­ფოს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებები და მოეხს­ნათ და­კის­რებული სანქციები შემდეგ იურიდიულ პირებს:

ა) ფონდ ,,ცისკარს“ – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროსთან 2007 წლის 2 აპრილს დადე­ბული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ“ ქვე­პუნ­ქტით ნა­კისრი ვალდებულებებიდან მოეხსნას ,,გაქრის­ტია­ნე­ბის მუზეუ­მის“ მოწყობის მიზნით საწარმოებელი მშენებ­ლობის ვალ­დებუ­ლება, საპრივატიზაციო ობიექტში არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორ­ციე­ლების ვალ­დებულების შენარჩუნებით;

ბ) შპს ,,მამული 2006“-ს – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 26 იანვარს და­დებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გადაუვადდეს ერ­თი წლით, ამასთან, გათავისუფლდეს პირგა­სამ­ტეხ­ლოს გადახ­დისაგან.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                           ნ. გილაური