„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 21/01/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016023
12/37
21/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
010320000.58.070.016023
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №12/37

2014 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი,  15.11.2013,  010320000.58.070.016022) დამტკიცებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-19-23-ე პუნქტები:  

,,19. თარჯიმნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

19.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში თარჯიმნად  მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

დ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია სხვა უცხოური  ენის  ცოდნაც). 

19.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.

19.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

20. ქსეროქსის ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

20.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).

20.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.

20.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

21. საშვების ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

21.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

დ) ელექტრონული საშვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

21.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.

21.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

22. საშვების მორიგე ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

22.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

დ) სასურველია ელექტრონული საშვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

22.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.

22.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

23. ბიუჯეტის უფროსი ანალიტიკოსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

23.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);

ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

დ) კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზისათვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა (მაგალითად: STATA, SAS, MATLAB, R);

ე) უცხოური ენის  (ინგლისური)  ცოდნა.

23.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ლ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“;

ნ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანება; 

ო) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.

23.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია