საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1011
22/12/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
000000000.00.00.000000
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1011

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა აღიარებს რა, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ, ,,თ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ასევე ინვესტიციების განხორციელების (საინვესტიციო საქმიანობა) ხელშეწყობის მიზნით, საინვესტიციო გარემოს შეცვლის შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპზე დაყრდნობით, შეეცვალოთ (მოეხსნათ) ან/და გადაუვადდეთ სახელმწიფოს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებები შემდეგ იურიდიულ პირებს:

ა) ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედს შორის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ოქტომბრის 2/12625-6 განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის პირველი პუნქტის ,,ა და ,,ბ ქვეპუნქტებით (სს ,,მაუდის აქციათა 95.05% პაკეტის ნასყიდობის თაობაზე) დადგენილი ვალდებულებების შესრულება გადაუვადდეს ოთხი თვით;

ბ) შპს ,,ტავაზის“ 2010 წლის პირველ თებერვლამდე 100 000 აშშ დოლარის ევივალენტი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდისა და ყოფილი სს ,,საქსოფლტექნიკის ფილიალის მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიმართ წარმოშობილი 37 682 ლარის მოცულობის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემთხვევაში მოეხსნას 2006 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებით და 2008 წლის 24 იანვრის 19ა ოქმით (ხელშეკრულებით) სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი განუხორციელებელი ვალდებულებები, ამასთან, გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური