რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
569
10/10/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
000000000.00(0).000.000000
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 569

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო  და სასესხო დავალიანებების შესახებ

1. საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს  კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი  ვადაგადაცი­ლებული საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქ­ტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადა­დება და განხორციელდეს სააქციო საზოგა­დოებების: ყვარელ­გაზის, ზესტაფონგაზის, ხარაგაულგა­ზის, საგარეჯოგაზის, ბაღდათგაზის, დედოფლისწყარორაი­გაზის, ლაგოდეხგაზის, ჭიათურგაზის, გურჯაანგაზის, ახმეტაგაზის, საქაგ­რო­ბიომრეწვის, პანსიონატ პლატოსა და მთის ხეობის მი­მართ რიცხული ვადაგა­და­ცილებული  საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარ­მოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგა­და­სახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზაციის პირობები განისაზღვროს საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზა­ციის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით,  დანართის მიხედვით. *

3. საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად, როგორც უიმედო სასესხო დავალიანებები, ჩამოეწეროთ:

ა) სააქციო საზოგადოება რუსთავის მეტალურგიულ კომ­ბინატს სააქციო საზოგადოება რუსთავის მეტალურ­გიული კომბინატის ფინანსური მდგომარეობის, საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებისა და კრიზისიდან გამოყვანის ღონისძიე­ბათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 თებერვლის 88 ბრძანებულებით გამოყოფილი სესხის (1 000 000 ლარი) გადაუხდელობის შედეგად სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოება რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ლიკვიდაციის რეგისტრაციის განხორციელების თარიღისათვის (14.08.2007 წ.) რიცხული სასესხო დავალიანება – 5 431 660 ლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა – 1 000 000 ლარი; სარგებლის პროცენტის თანხა – 220 000 ლარი; დარიცხული საურავი – 4 211 660 ლარი;

ბ) საქსოფლნაყოფიერების საგარეჯოს სარაიონთაშორისო გაერთიანებას (ამჟამად უფლებამონაცვლე: სააქციო საზოგა­დოება აგროქიმსერვისი) – მისთვის გაცემული, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 5 ოქტომბრის 733 განკარგულებით საგარეჯოს რაიონის გამგეობისათვის გამოყო­ფილი, სესხის (195 000 ლარი) და სარგებლის პროცენტის თანხის ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი – 476190 ლარი;

გ) მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო ენგურს მეს­ტიის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართვე­ლოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის 613 ბრძა­ნე­ბულებით გამოყოფილი სესხის (300 000 ლარი) გადაუხდელობის შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების მიღების დღისათვის (2006 წლის 4 ოქტომბერი) რიცხული სასესხო დავალიანება – 6 074 640 ლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა – 300 000 ლარი; სარგებლის პროცენტის თანხა – 72 000 ლარი; დარიცხული საურავი – 5 702 640 ლარი.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი

 

* დანართი არ ქვეყნდება