საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
566
10/10/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №566

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივ­თის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაეცეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (დანართის თანახმად)* თხოვების ფორმით, 5 წლის ვადით კერძო სამართლის სუბიექტებს.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველ­ყონ ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღო­ნის­ძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

 

*. დანართი არ ქვეყნდება