2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 01/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
548
01/10/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 01/10/2007
000000000.00(0).000.000000
2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 548

2007 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

სატყეო დარგში ტყით სარგებლობის ორგანიზაციის სრულყოფის, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის უკანონოდ მოპოვება-დამზადების თავიდან აცილებისა და მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით:

1. 2007/08 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით ერთ კომლზე გასაცემი სათბობი შეშის რაოდენობა განსაზღვროს ადგილობრივი მოსახლის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. კერძოდ, დაბალი ზონის მოსახლეობისათვის – არა უმეტეს 5მ3, მაღალი ზონის მოსახლეობისათვის – არა უმეტეს 10მ3. განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში მუდმივად მცხოვრები კომლებისათვის სათბობი შეშის გაცემა დასაშვებია 20მ3-მდე.

2. ერთი და იმავე პირის მიერ სათბობი შეშის განმეორებით მიღების თავიდან აცილების მიზნით ნება დაერთოს საქარ­­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატ­ყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით სათბობი შეშის გაცემა აწარმოოს ადგილობრივი მოსახლის განცხადების, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის, კომლის შემადგენლობის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობისა და საგადასახადო დავალების ან ბანკის ქვითრის წარდგენის შემდგომ.

3. ნება დაერთოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგა­ნოებს საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეო­ბისათვის, ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადი­დებელი ეკლესიის ეპარქიებისათვის საშეშე მერქნის დამა­ტებით გამოყოფის თაობაზე არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე მოახდინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიკროუბნებში საშეშე კატეგორიის ხეების (ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, დაზიანებული, დაავადებული) აღრიცხვა (მონიშვნა), საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამაგრება და გაცემა სატყეო დეპარტამენტთან შეთანხმებით.

4. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან – რეგიონალურ სატყეო სამმართველოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ან მათი უფლებამოსილი პირების ტყეკაფში ორგანიზებულად დაშვე­ბასთან დაკავშირებით.

5. ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატო­რებს კოორდინაცია გაუწიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ განკარგულებით დასახულ ღონისძიებათა განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი