დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №149
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად, სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ, მის კომპეტენციაში შემავალი ეროვნული ეტალონების (სანიმუშო გაზომვის საშუალებების) მოვლა-შენახვისა და მათი საერთაშორისო დონეზე მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის განმავლობაში, მათ დაკალიბრებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილების/კომპეტენციის მქონე დაწესებულებისაგან (მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტები და საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიები) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები