,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 04/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.157
  • Word
23
31/01/2005
სსმ, 13, 04/02/2005
010.240.030.10.003.000.157
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2005 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წ., №56, მუხლი 480) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის – ერთი პირველი, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”.

2. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) კანცელარია;

გ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დევნილთა რეგისტრაციის დეპარტამენტი;

ე) დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტი;

ვ) ლტოლვილთა, რეპატრიანტთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

თ) იურიდიული დეპარტამენტი;

ი) საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.”.

3. დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) შიდა ქართლის სამმართველო;

ბ) ქუთაისის სამმართველო;

გ) ზუგდიდის სამმართველო.”.

4. დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ლტოლვილთა, რეპატრიანტთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა;

ბ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და განსახლების პროგრამების განხორციელება;

გ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

ზ) შრომითი და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) მიგრაციის სფეროში სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოდან დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;

კ) ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

ლ) საქართველოში იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება;

მ) კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ნ) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.”.

5. დებულების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

პრემიერ-მინისტრი                         ზ. ჟვანია