დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2516 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 20/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016263 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №2516
2014 წლის 20 იანვარი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებისპირველი პუნქტის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გრაფა 2 − „ექსპორტიორი” – მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობისას), სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მისამართი. თუ გამგზავნი ერთზე მეტია, გრაფის პირველ რიგში აღინიშნება „სხვადასხვა”, ქვედა რიგში – გამგზავნის/ექსპორტიორის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აისახება გადასახადის გადამხდელის სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მისამართი. გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – აღინიშნება საქონლის მფლობელის/მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი, სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მისამართი.“;
ა.ბ) მე-4 პუნქტის „ტ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ.ვ“ ქვეპუნქტი:
„ტ.ვ) გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის გადაადგილებისას – „75“;“;
ა.გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. გრაფა 27 - „დანიშნულების ადგილი“ – გრაფაში ეთითება საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად. სასაქონლო პარტიათა ნაკრების შემთხვევაში გრაფაში ეთითება გადამზიდველის საბაჟო საწყობის ხუთნიშნა კოდი ან დანიშნულების საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით. გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის შემთხვევაში გრაფაში ეთითება იმ საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის ხუთნიშნა კოდი, სადაც უნდა მოხდეს საქონლის დაბრუნება.“;
ა.დ) 24-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ“ ქვეპუნქტი:
„ე.კ) გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება „74000“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა „ექსპერტიზა.“;
ა.ე) 27-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში– მიეთითება საქონლის მფლობელის/მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი. ხელს აწერს საქონლის მფლობელი/მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.“;
ა.ვ) 32-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გრაფის განყოფილებაში „ვადა” − მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი, რომელიც ამოირჩევა სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან. თუ გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი, თუ გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს – მიეთითება გამოცხადების ზუსტი დრო; გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – მიეთითება საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაბრუნების თარიღი, რომელიც განისაზღვრება საქონლის მფლობელთან/მესაკუთრესთან შეთანხმებით და არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის დაბრუნება საბაჟო კონტროლის ზონაში და მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე წარედგინება „დროებით შენახვის განაცხადი“. ამ შემთხვევაში მოწმობის „I” გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა” საგადასახადო ორგანოს მიერ მიეთითება განაცხადის რეგისტრაციის ნომერი.“;
გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. პირის დაშვება „ASYCUDA”-ში და „ORACLE”-ში
1. საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში, ან მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE„-ში დაშვების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის განცხადებას (დანართი №I–01 და დანართი №I–02).
2. არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და, იმავდროულად, განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის ვადაც.
3. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (განცხადების რეგისტრაციიდან) ხუთი დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE”-ში დაშვების თაობაზე, ხოლო დაშვებისთვის აუცილებელი მონაცემები სისტემაში (სისტემებში) დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ეგზავნება მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
4. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში დაშვების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია:
ა) განცხადების რეგისტრაციიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანოში სისტემაში დაშვებული პირის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციის დაურეგისტრირებლობა;
ბ) სისტემაში დაშვებული პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ან/და გაფორმების პროცედურების განხორციელებისას წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ ჯარიმის ან საგადასახადო ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება;
გ) სისტემაში დაშვებული პირის მიერ გაფორმების პროცედურების განხორციელებისას დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურება ან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების არსებითი ან/და ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთჯერადი დარღვევა;
დ) სისტემაში საბაჟო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაციის მიუწოდებლობა, ცვლილების განხორციელებიდან 20 კალენდარულ დღეში.“;
დ) დანართი №I–03 ამოღებულ იქნეს;
ე) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
„18 . იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯის/ ნიმუშის აღება შეუძლებელია, ამ მუხლის მე-10 და 101პუნქტებითგათვალისწინებულ პირთა მოთხოვნით გამოკვლევის/ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის დროებით (არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით) გატანა საბაჟო კონტროლის ზონიდან, აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, საბაჟო კონტროლის ზონაშიდაბრუნების პირობით.“;
ვ) 31-ე მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტის:
ზ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) ციფრი „1„ – საქონლის(სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა ) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;“;
ზ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) ციფრი „4„ − საქონლის(სასაქონლო პარტიათა ნაკრებითგადაადგილებული საქონლის გარდა ) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;“;
თ) თავი VIII1 (მუხლები: 541 , 542 და დანართები: №VIII1 - 01 − №VIII1 - 04) ამოღებულ იქნეს.
2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი№ 2):
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ნაწილი 2. საგადასახადო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების კლასიფიკატორი
1. საბაჟო გამშვები პუნქტები
№ | კოდი | დასახელება |
1
| 69001;99001
20011
| საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი”
საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი” (მხოლოდ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
2 | 69002;99002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი” |
3
| 69003;99003 69004;99004 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(საავტომობილო) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო) |
4 | 69005;99005 | საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი” |
5 | 69006;99006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი” |
6 | 69007;99007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო” |
7
| 69009;99009
69021;99021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო) |
8 | 69010;99010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” |
9 | 69101;99101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” |
10 | 69301;99301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” |
11 | 69302;99302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა” |
12 | 69401;99401 69403 99403
20013 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”
ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
13 | 69501;99501 69502 69503 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” |
14 | 69601;99601 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი” |
15
| 69604;99604
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი” |
16 | 69603;99603
20012
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი”
საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი” (მხოლოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
17 | 69309;99309 | საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონა“ |
18 | 69320;99320 | საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ |
2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები
№ | კოდი | მისამართები |
1
|
11111;99111
20 111 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის “ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
2 |
11112;69600
20 112
69605
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი":
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.;
ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა |
3 |
11113;69500
20 113
69510
69511
69555
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი":
ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32;
ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;
ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა |
4 |
11114;99114
20114 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი":
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
5 |
20010
| გაფორმების სამმართველო გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის) |
6 |
69221;99221
20002
| დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის” მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
7 |
69017;99017
20002
69070 | თელავის განყოფილება: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1(მხოლოდ „ოქროს სიის “ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა |
8
|
69300;99300
20002
69350 | ახალციხის განყოფილება: ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;
ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა |
9 | 69400;99400
20004
69450 | ქუთაისის განყოფილება: ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 ;
ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა |
10 |
69014;99014
20002
69050 | რუსთავის განყოფილება: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
11 |
69000;99000
20002
69043
69250
| სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება:
ქ. თბილისი, გია გულუას ქ. № 4 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. თბილისი, გია გულუას ქ. № 4 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ.თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე) ;
ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა |
12 |
11115;99115
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი2“
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის) |
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში | დოკუმენტის დასახელება |
001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
002 | ხელშეკრულება |
003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
004 | სატრანსპორტო ზედნადები |
005 | კონოსამენტი |
006 | მანიფესტი |
007 | TIR-წიგნაკი |
008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
013 | შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
014 | ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
015 | „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა |
016 | იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა. |
018 | იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
023 | დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი, შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა |
025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
030 | ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი |
031 | ვეტერინარული სერტიფიკატი |
032 | საბაჟო ღირებულებისგამარტივებული დეკლარაცია |
034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
040 | საქონლის სპეციფიკაცია |
041 | საბანკო გარანტია |
042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი |
046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
049 | შეფუთვის ფურცელი |
050 | ექსპერტიზის აქტი |
051 | საქონლის დათვალიერების აქტი |
052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
056 | წერილი |
057 | განცხადება |
058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
065 | ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია |
067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 |
068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 |
069 | გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია |
070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი |
200 | ავტომანქანის სახელმწიფო N |
201 | რკინიგზის ვაგონი, N |
202 | თვითმფრინავი, რეისი N |
203 | გემი, რეისი N |
204 | კონტეინერი, N |
210 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A- |
300 | ავტომანქანის მარკა |
330 | მედიკამენტის დასახელება |
333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი |
340 | აქციზური მარკების ნომრები |
341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება |
345 | აწონვის ქვითარი |
420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე |
445 | წინასწარი გადაწყვეტილება |
446 | სასაქონლო ზედნადები |
447 | სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი |
448 | შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად |
449 | განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა |
450 | ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი |
451 | ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი |
452 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი“. |
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან .
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლ.ხუციშვილი
დოკუმენტის კომენტარები