„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1974
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016262
  • Word
1974
17/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
000000000.00.00.016262
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 1974

2014 წლის 17 იანვარი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაშიცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველ პუნქტ „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის„1 “ ქვეპუნქტი:

1 ) გაფორმების ეკონომიკური ზონა −თბილისი 2;;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1 “ ქვეპუნქტი:

„დ1 ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი 2 “:

1 .ა) მომსახურების სამმართველო;

1 .ბ) სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;

1.გ) ლოჯისტიკის განყოფილება;“;

ბ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16.გაფორმების ეკონომიკური ზონები

1. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „ბათუმის“ და „ფოთის“ ლოჯისტიკის სამმართველოს და „თბილისი 2“-ის ლოჯისტიკის განყოფილების ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა:

ა.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების საბაჟო კონტროლი;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ სატვირთო ოპერაციების (გადმოტვირთვა/ჩატვირთვა) უზრუნველყოფა და მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ა.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;

ბ) საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება;

გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

2. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“, „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;

ბ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარმოდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა;

გ) დეკლარირებული საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

ე) მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის მიმართ პროცედურების დასრულება;

ვ) საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება;

ზ) დასრულებული საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტისათვის ჩაბარება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა;

) საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ორგანიზების და მართვის უზრუნველყოფა;

) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი (მათ შორის, დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის საბაჟო დეპარტამენტისსატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდება;

) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

3. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა − „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“, „აეროპორტის“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილებების ფუნქციებია:

ა) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სხვა ადგილებში) რენტგენო-სკანერის ექსპლუატაცია და სკანირების განხორციელება;

ბ) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღვრული საბაჟო დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

ბ.ა) საბაჟო დეკლარაციისა და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ბ.ბ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ბ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ბ.დ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ბ.ე) საქონლის დათვალიერება (მხოლოდ წითელ დერეფანში განსაზღვრული დეკლარაციის შემთხვევაში) მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად;

ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს/განყოფილების უფროსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი (მათ შორის, დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება;

) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა;

) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ “ და „ “ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „და “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე, განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან .

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                      ლ.ხუციშვილი