„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016225
3
29/01/2014
ვებგვერდი, 03/02/2014
120340000.22.026.016225
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №3

2014 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში  (სსმ III, 24.06.2009, №77, მუხ. 838) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბერის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. დამტკიცდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის” დებულება;”.

4. ბრძანების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შეემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება“.

6.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში - ,,დეპარტამენტი”) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.        

მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.

მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

მუხლი 4

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი”, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.“

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.    

 მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

მუხლი 10

დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაკომპლექტების სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების განყოფილების და გენერალური შტაბის დაკომპლექტების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) გენერალური შტაბის და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის სახმელეთო ჯარების, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექტების  უზრუნველყოფას;

ბ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, სამსახურებრივი მივლინება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა, დათხოვნა, გათავისუფლება) დაკავშირებით;

გ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფას;

დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;”.

10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების (რომელთაც არ გააჩნიათ საკადრო სამსახური) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;“.

11. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 15

 სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.


მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია