„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016226
4
29/01/2014
ვებგვერდი, 03/02/2014
120010000.22.026.016226
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №4

2014 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში (სსმ, 20/06/2013, 120010000.22.026.016196) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ’’.

  2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:’’.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის თანდართული დებულება.’’.

 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა’’.

    5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის :

  ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი (შემდგომ ­_ დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ _ გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი)  სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის  (შემდგომ - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.’’.

ბ.ბ)  მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინეშე.

5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი’’, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.’’.

   6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საბრძოლო მომზადებისა და სამხედრო განათლების პრიორიტეტებთან და მოთხოვნებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და წარდგენა გენერალური შტაბის უფროსისათვის;’’; 

ბ) ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად უწევს წვრთნებისა და სამხედრო განათლების ღონისძიებების კოორდინირება;’’.

7. ბრძანებით დამტკიცებული  დებულების მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება  გენერალური შტაბის უფროსს.’’;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;’;

ბ.ბ) ,,ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ახორციელებს გენერალური შტაბის დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.’’.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახმელეთო ჯარებთან ერთად კოორდინირებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებებს;

გ) ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებიდან და ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, წარუდგენს შესაბამის მოხსენებას გენერალური შტაბის უფროსს გავლილი საბრძოლო მომზადების შესახებ;

დ) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად  შეიმუშავებს გენერალური შტაბის უფროსის ყოველწლიურ საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდურ მითითებას;’’;

ბ) მე-4 პუნქტის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

,,ე) ახორციელებს გამოცდილების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვებას როგორც გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ასევე სახმელეთო ჯარებიდან, მათ შორის საერთაშორისო მისიებიდან და სამხედრო სასწავლო დაწესებულებებიდან;

ვ) აანალიზებს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სახმელეთო ჯარებიდან მიღებული, განსაზღვრული გამოცდილების ინფორმაციას;’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია