დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ლოგოს დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.034.016276 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/02/2014 - 27/01/2022)
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ლოგო, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
![]() საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ლოგოს აღწერილობა (ბლაზონი) მრგვალი ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია „ბოლნური“ წითელი ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია დრაკონის გამგმირავი ოქროსშარავანდედიანი ვერცხლის წმინდა გიორგი. ფარს შემოჰყვება ოქროს არშიაშემოვლებული დევიზის ვერცხლის ბაფთა, რომელზეც დიდი ასოებით ქართულ და ინგლისურ ენებზე ლურჯად აწერია - „სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო“, "STATE SECURITY AGENCY". ქართული წარწერა მოთავსებულია ზემოთ, ინგლისური - ქვემოთ. წარწერებს შორის მოთავსებულია ოთხსხივიანი ლურჯი ვარსკვლავი, რომლის კუთხეებში (მკლავებს შორის) გამოსახულია მცირე ზომის ოთხსხივიანი ლურჯი ვარსკვლავები. დევიზის ბაფთის ოქროს არშიას შემოჰყვება ლურჯი კანტი.
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები