სს „მარგებელის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „მარგებელის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „მარგებელი“
მიღების თარიღი 20/01/2014
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
20/01/2014
ვებგვერდი, 21/01/2014
სს „მარგებელის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებელი“

                                                        შეტყობინება

სააქციო საზოგადოება სს მარგებლის “ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „მარგებლის (ს/კ 205283931 ) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრება, რომელიც გაიმართება 201 4 წლის 14 თებერვალს , 16:00 საათზე ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, მიწის ნაკვეთი 034/546 (ნაკვეთის ყოფილი ნომერი 204) სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2014 წლის 30 იანვარი.

 

დღის წესრიგი:

1. სს ,,მარგებლის’’ დირექციის ანგარიში 2013 წლის წინასწარი  შედეგების შესახებ;

2. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევის საკითხის განხილვა;

3. დივიდენდების  საკითხის განხილვა;

3. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ :

1.  საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერთა საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობა.

2. მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად და საზოგადოების უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობისათვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას შერჩეულ იქნეს კვალიფიციური აუდიტორული კომპანია.

3. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს 2012 წლის დივიდენდების განაწილების საკითხზე.

4. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2014 წლის 4 თებერვლიდან სს „მარგებელის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა.

 

დირექტორი                                                       . სვიმონიშვილი