„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017713
94
17/01/2014
ვებგვერდი, 21/01/2014
140080000.10.003.017713
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013, 140080000.10.003.017241) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

 1. მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ყოველთვიურ პროცენტულ (წელთა ნამსახურობის) დანამატს, აგრეთვე დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის;“.

 2. მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს „101და „102პუნქტები შემდეგი რედაქციით:

 „101. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და საკონტრაქტო სამსახურში გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და/ან სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურევი (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა) კალენ­დარული წლების მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით:

 ა) 1-დან 2 წლამდე - 5%;

 ბ) 2-დან 5 წლამდე - 10%;

 გ) 5-დან 10 წლამდე - 15%;

 დ) 10 წელი და მეტი - 20%.

 შენიშვნა:

 მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო ვალდებულებას იხდიან საკონტრაქტო სამსახურში გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლებათ ის პერიოდი, რომლითაც გრძელვადიანი კონტრაქტის ხანგრძლივობა აღემატება კანონით განსაზღვრული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადას.

 102. სამოქალაქო პირისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირად მუშაობის პერიოდი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი