დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.017709 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003. 017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანება. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმები ინარჩუნებენ ძალას მათი მარაგის სრულ ამოწურვამდე. 3. ამ რეგლამენტით დამტკიცებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმების ნუმერაცია გაგრძელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმის ბოლო ნომრიდან. 4. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გატარების მიზნით, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ უწყებებთან შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები