„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017706
87
17/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
290160000.10.003.017706
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №87

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავ­შვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასა­კის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზ­ღუ­დული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამო­ხატული შეზღუ­დული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთე­ლო­ბის დაზღვევის მი­ზ­ნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობე­ბის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2012  წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000. ­10.003.016838) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკი­ცე­ბუ­­ლი დანართი N1-ის („ჯანმრთ­ე­ლო­­ბის დაზღვევის სახელმწიფო პროგ­რამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვ­ლით) ბავშვების, საპენსიო ასა­კის მო­სა­ხლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამო­ხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირო­ბები“):

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპი­ტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლი­ნიკაში (ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბა­მისად) 2014 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მომსახურება დაფინანსდება სრულად, ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწი­ფო პროგრამის ფარგლებში;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომ­სახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფ­ლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე) (სოფლის ექი­მის/ექთნის მომსახურება 2014 წლის 1 იანვრამდე, 2014 წლის 1 იან­ვრი­დან აღნიშნული მომსახურება დაფინანსდება სრულად, ჯანდა­ც­ვის შესა­ბა­მისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):

ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწო­დებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფი­ლაქ­ტ­ი­კური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაცი­ით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომა­რე­ობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, და­ავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასე­ვე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარ­გლებში);

ბ.ბ) ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით;

ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენ­ტ­გენოგრაფია, მამოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია) – კომ­პი­­უტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თან­ხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პი­რობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მო­სა­რ­გებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანა­გა­დახ­და შეადგენს 10%-ს;

ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის სა­ერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემო­გ­ლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, გა­ნავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

ბ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული გამო­კვლევე­ბისა;

ბ.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციე­ნტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცე­მა) (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა NIV-100/ა, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების საა­გენ­ტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახ­ვის/ტა­რების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);

ბ.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფი­კური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა);“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2014 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი (პრემია) განისაზღვრება თვის ჯამური გადასახდელი პრემიისა და  „სოფ­ლ­ის ექიმის“ და „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების“ მომსახურე­ბისა­თ­ვის ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით 2013 წელს განსაზღვრული თანადაფინანსების ოდენობის სხვაობით. ამას­თან, „სოფლის ექიმის“ პროგრამის შემთხვევაში გათვა­ლის­წინებულ უნდა იქ­ნეს 2013 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვ­რუ­ლი ექი­მებისა და ექ­თნების ზედა ზღვრული ოდენობა.“.

3. მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდე­ბუ­ლია, თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში, გარდა ქ. თბი­ლი­სის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებისა, მოახდინოს სასწრა­ფო სამედი­ცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსება შესაბამისი ჯანდა­ც­ვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემდეგი ოდენობით: 2012 წელს – 25%-ით, 2013 წელს – 50%-ით.

11. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, თავის სამედიცინო (სა­დაზღვევო) რაიონებში მოახდინოს სოფლის ექიმის მომსახურების თანა­და­ფინანსება შესაბამისი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარ­გლებ­ში შემ­დეგი ოდენობით: 2012 წელს – 25%-ით, 2013 წელს – 50%-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრ­ცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი