„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017707
88
17/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
290160000.10.003.017707
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №88

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგ­ლებ­ში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგე­ნი­ლება­ში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გე­­ნილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარ­გ­­­ლებ­ში მოსა­ხლე­ობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადა­ზღვე­ვო ვა­­უჩე­რის პი­რობების“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლი­ნიკაში 2014 წლის 1 იანვრამდე (ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შე­სა­ბამისად), ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მომსახურება და­ფი­ნან­სდება სრულად, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პრო­გ­რამის ფარგლებში;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომ­­სა­ხურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფ­­ლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე) (სოფლის ექი­მის/ექთ­ნის მომსახურება 2014 წლის 1 იანვრამდე, 2014 წლის 1 იანვრიდან აღ­­ნიშნული მომსახურება დაფინანსდება სრულად, ჯანდაცვის შესაბამისი სა­­ხელმწიფო პროგრამის ფარგლებში):

ბ.ა) ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მი­წო­დე­ბული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აც­რების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნ­ველ­ყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რის­კ‑ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგ­ნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);

ბ.ბ) ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომ­­სახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით;

ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სა­ხის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექო­ს­­კო­პიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია);

ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლა­ბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საე­რთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგ­ლო­ბინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, ორსულობის ტესტი;

ბ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გა­მო­კვ­­ლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპი­უ­ტე­რუ­ლი ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლე­ვე­ბი);

ბ.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დას­კვ­ნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენ­ტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა), გარ­და სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა, სსიპ – საქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავ­ტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლე­ბის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა;

ბ.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯან­დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეცი­ფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა);“.

2. მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვე­პუნქტის შესრულების მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, თა­ვის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში, გარდა ქ. თბილისის სამე­დიცინო (სადაზღვევო) რაიონებისა, მოახდინოს სასწრაფო სამედიცინო დახ­მარების მომსახურების თანადაფინანსება „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელ­მწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავ­შვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამა­კაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შე­საძ­ლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შე­საძ­ლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტა­რებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღ­ვ­რის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგე­ნი­ლების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ჯა­მურად შემდეგი ოდენობით: 2012 წელს – 25%-ით, 2013 წელს – 50%-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრ­ცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი