დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.142.016070 |
|
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27.12.2013 ). |
| მუხლი 2 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თავი I
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4,718.9 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4,088.9 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 130.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3,145.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2,111.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,131.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 538.5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 538.5 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 538.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 165.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2 საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში.
1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია,კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სოფლების გზების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, ხიდების რეაბილიტაცია, ასევე ამ პროექტით გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისგან გაწმენდა.
2.1.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა შენახვის ხარჯი(პროგრამული კოდი 03 01 01) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, გზების მოვლა–შენახვისა და ზამთრის პეროიდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 90 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. – ქ. ნინოწმინდის მაშტოცის ქუჩის მოასფალტება გზების რეაბილიტაცია – სათხა – სპასოვკა – დიდი ხანჩალი – პატარა ხანჩალი – დიდი არაქალი – მამწვარა – დიდი გონდრიო – დიდი გონდრიო – ყულალისი
2.1.2 ხიდების რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 01 02 ) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ხიდების ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა–რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, ასევე, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
2.2.1 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 02 01) ქ. ნინოწმინდის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია – ჩაპაევის ქუჩა – კარლ მარქსის შესახვევი – ერევნის ქუჩა – თუმანიანის ქუჩა – აივაზოვსკის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – ჩარენცის ქუჩა – ლერმონტოვის ქუჩა – ერზრუმის ქუჩა – პუშკინის ქუჩა ქ. ნინოწმინდის ნორაშენი უბნის საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა – კეცხოველის ქუჩა – ფიროსმანის ქუჩა – პარუირ სევაკის ქუჩა – მარჯანიშვილის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩა – მიკოიანის ქუჩა – კიროვის ქუჩა
2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია–ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა. წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია – სოფ. გორელოვკა – სოფ. სპასოვკა – სოფ. დიდი არაქალი – სოფ. პატარა არაქალი – სოფ. ოროჯალარი – ქ. ნინოწმინდის თავისუფლედის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის წყალწამყვანი არხის რეაბილიტაცია – სოფ. თორიის და უჩმანის წყალსადენი სისტემის მშენებლობა – ქ. ნინოწმინდის წყალსადენი სატუმბოს რეაბილიტაცია – ქ. ნინოწმინდის თავისუფლების და სპანდარიანის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე წყალწამყვანი არხის მშენებლობა – ქ. ნინოწმინდის სოფ. სათხის და ფოკის წყალსადენი სისტემებისათვის ელექტროტუმბოების შეძენა
2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის (3500 მ3) ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და - ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის დასუფთავება.
2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ქ. ნინოწმინდის გარე განათების სისტემის მშენებლობა – ქ. ნინოწმინდა – სოფ. ფოგა – სოფ. განძა – სოფ. გორელოვკა – სოფ. ჟდანოვაკანი
2.2.5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია და საცხოვრებელი სახლების ფასადების გაუმჯობესება. ქ. ნინოწმინდის პუშკინის ქ. # 96ა საცხოვრებელი სახლის გადახურვის რეაბილიტაცია
2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუსიკალური სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია, სოფელ ფოკის ტერიტორიული ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაჟი, ქ. ნინოწმინდის ტროტუარების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.
2.3.1 მუსიკალური სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, კერძოდ, შენობასთან ახალი დარბაზის მშენებლობა, რაც აუცილებელია ბავშვთა კულტურული უნარების განვითარებისათვის.
2.3.2 რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. – სოფ. ეშტიის ახალი სპორტდარბაზის მშენებლობის გაგრძელება – სოფ. კათნატუს კულტურის სახლის რეაბილიტაცია – სოფ. საღამოს რიტუალების სახლის მშენებლობის გაგრძელება – სოფ. განძის კულტურის სახლის შენობის გათბობის სისტემის მშენებლობა – სოფ. სათხის ახალი რიტუალური სახლის გაზიფიკაცია
2.3.3 ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. ფოკის ახალაშენებული ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, რომელშიც შედის შენობის განათება, ტროტუარებისა და გაზონის მოწყობა. 2.3.4 ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაჟი(პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა ქალაქ ნინოწმინდის მასშტაბით.
2.3.5 ქ. ნინოწმინდაში შუქნიშნების დამონტაჟება (პროგრამული კოდი 03 03 05) – ქ. ნინოწმინდის საგზაო ნიშნების მონტაჟი
2.3.6 ქ. ნინოწმინდაში ტროტუარების კეთილმოწყობა და ძველი ბაზრის შეკეთება(პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ტროტუარების კეთილმოწყობა. – ქ. ნინოწმინდის დავით აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარების კეთილმოწყობა
2.4. სოფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამაში შედის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სხვა შენობება-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები - ქ. ნინოწმინდის საბავშვო ბაღი „წიწერნაკის“ გათბობის სისტემის მშენებლობა - ქ. ნინოწმინდის საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია - სახანძრო შენობის გათბობის სისტემის მშენებლობა - სოფ. განძის ამბულატორიის შენობის მშენებლობა - ქ. ნინოწმინდისათვის ნაგვის ურნიების შეძენა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურების სახლების, სოფლების საკრებულოს შენობების და სოფლების სატუმბოების დამიწების კონტური
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.
3.1 სკოლამდელი განათლება – საბავშვო ბაღები (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში 2013 წლის სექტმბრიდან დეკემბრამდე (დეკემბერი ჩათვლით) ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 370 ბავშვი. საბავშვო ბაღში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 84,1 ლარს, აღნიშნული თანხის ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების და ოფისის ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსდა კვების, თანამშრობლების ხელფასი და 36,8% ოფისის ხარჯები. დანარჩენი 63,2% ოფისის ხარჯები ფინანსდებოდა მშობელთა გადასახადით. 2013 წლის სექტემბრიდან მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბავშვების კვების, თანამშრომელთა ხელფასს და 100% ოფისის ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახალი ბაღების მშენებლობა. 3.2 ზოგადი განათლება – საჯარო სკოლები (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 38 საჯარო სკოლა, მათ შორის, ქალაქ ნინოწმინდაში - 4 საჯარო სკოლა, 34 სკოლა კი სოფლებში, სადაც სწავლობს 3798 მოსწავლე.
3.3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) ქალაქ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს 13 სხვადასხვა წრე, მათ შორის სამხატვრო, ქარგვის, ქსოვის, კერვის და სხვა.
4 კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, რელიგიისა და საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი ბაზის შექმნა. მუნიციპალიტეტი განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის დაფინანსდება: · სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. · სპორტული სკოლის 200 სპორტსმენი.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: · მუნიციპალიტეტის თეატრი; · 1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 170 მოსწავლე; · ბიბლიოთეკები; · მუზეუმები. ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი · ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა 4.3 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრების ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში მგზავრობის ხარჯები.
4.4 რელიგია (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაფინანსდება სოფელ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასწტრის ელ.ენერგიისა და გათბობის საწვავის ხარჯები. 5 000 ლარი ქ. ნინოწმინდის წმინდა სარქისის ეკლესიას და 30 000 ლარი ქ. ნინოწმინდის სოფ. ფოკის და ქ. ნინოწმინდის მონასტრებს სუბსიდიით მიეცეთ.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან
5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1.1 საზოგადოებირვი ჯანდაცვის მომსახურება(პროგრამული კოდი 06 01 01)
პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდ.სიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდ.სიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების მდებარეობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
5.1.2 საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება (პროგრამული კოდი 06 01 02) აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფინანსდება-საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების კომუნალური ხარჯი.
5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) გაჭირვებულ ოჯახებს პირებს გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციებისათვის,რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000–ს, 1000(ათასი) ლარი ოდენობით, სამედიცინო მკურნალობისა, მედიკამენტების და სარეაბილიტაციო მედტექნიკის შეძენისათვის პირებს კი,რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000–ს,- 500(ხუთასი) ლარი, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000–ს,- 300(სამასი) ლარი.
5.2.2 ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს (პროგრამული კოდი 06 02 02) ერთჯერადი ფინანსური დახმარება – ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს, თითოეულ წევრს – 20 ლარის ოდენობით, ერთჯერადი ფინანსური დახმარება – მრავალწევრიან /შვიდი და მეტი/ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100.000–ს,ოჯახის თითოეულ წევრს – 20 ლარის ოდენობით 5.2.3 ინვალიდების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) არასრულწლოვანი პირველი ჯგუფის ინვალიდებს – 100(ასი) ლარი,სრულწლოვანი პირველი ჯგუფის ინვალიდებს –50(ორმოცდაათი),ლარი მე–2 და მე–3 ჯგუფის ინვალიდებს 50(ორმოცდაათი) ლარი განცხადებების მიხედვით,პიროვნებებს რომლებიც ინვალიდის სტატუსს მიანიჭეს საქართველოს ჯარში, თითოეულს 100 ლარის ოდენობით. 5.2.4 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) მეორე მსოფლიო ომის,უნგარეთის,აღვანეთის,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსულ–ქართული ომის ვეტერანებზე სარიტუალო ხარჯების დასაფარად – 250(ორას ორმოცდაათი) ლარი. 9 მაისისათვის ვენოკების და ყვავილების შეძენა. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამულ კოდი 06 02 05) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალშობილ ბავშვებს –150(ას ორმოცდაათი)ლარი,ხოლო დაბადებულ თითო მესამე ბავშვზე – 200 (ორასი) ლარის ოდენობით 5.2.5 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი)ოჯახებს – ერთჯერადი ფინანსური დახმარება–100(ასი)ლარის ოდენობით,ოთხი და მეტი ყოველ თითო ბავშვს – 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დანამატი. 5.2.6 სამუსიკო და სპორტული სექციის გაჭირვებული ოჯახებს გადასახადის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07) სამუსიკო და სპორტული სექციის გაჭირვებული ოჯახებს,რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000–ს აღსაზრდელთა ხარჯების ასპროცენტიანი დაფარვა. 5.2.7 ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 08) ერთჯერადი ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს – 100 (ასი)–მდე ლარი,რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 –მდეა,ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა გამონაკლის შემთხვევებით გამოწვეული განცხადებების საფუძველზე სოციალურად დაუცველ ოჯახებზე – 200 ლარის ფარგლებში. 5.2.8 ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანსათვის,ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულთან დაკავშირებით თითოულ ვეტერანს–500(ხუთასი)ლარი,მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებს სამ მარტთან დაკავშირებით–200(ორასი)ლარი,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მონაწილეებს თითოულს 100(ასი) ლარი და გათანაბრებულებს 50(ორმოცდაათი) ლარი,ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა დევნილთა ოჯახებს – 300(სამასი) ლარის ფარგლებში. 5.2.10 ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივ კატასტროფით და სხვადასხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06.02.10.) სტიქიური უბედურების (მიწისძვრა,ქარიშხალი,დიდთოვლობა,ხანძარი,სეტყვა,ჭექა–ქუხილი ელვა, კოკისპირული წვიმა) გამო დაზარალებულ,გაჭირვებულ ოჯახებს,რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000–ს, დაზიანების ოდენობის მიხედვით 30 % –მდე. 5.2 11 ფეხმძიმობის ბიულეტენის ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 11) ორსული ქალების ფეხმძიმობის ბულეტენისათვის ნინოწმინდის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა 5000 ლ (მშობიარობის წინ და შემდეგ).
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები