„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის N18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის N18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016038
1
17/01/2014
ვებგვერდი, 17/01/2014
040170050.57.069.016038
„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის N18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/12/2012) დამტკიცებულ  „ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2  პუნქტით გათვალისწინებული მობილური კავშირის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობითა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ფიჭური მობილური კავშირის სახელმწიფო შესყიდვაზე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსოლიდირებულ  ტენდერში  მონაწილეობის პირობები, გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენის პრინციპები, სატენდერო  წინადადების  წარდგენის  ვადა,  აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონსოლიდირებულ   ტენდერში   სატენდერო   წინადადების   უზრუნველყოფის   საბანკო   გარანტია   არ   გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს მისგან შესასყიდი მობილური კავშირის საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს მობილური კავშირის მიწოდებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადით.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსოლიდირებული  ტენდერი  ტარდება  და  გამარჯვებული  მიმწოდებლის  გამოვლენა  ხდება  სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის, სატენდერო დოკუმენტაციისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. კონსოლიდირებულ ტენდერთან  დაკავშირებული  სატენდერო კომისიის ნებისმიერი  გადაწყვეტილება  აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის სხდომის ყველა დამსწრე წევრი. სისტემაში ატვირთვის მიზნით, შესაძლებელია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (მაგ. ელ. ფოსტა) შეთანხმდეს სატენდერო კომისიის წევრებთან.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსოლიდირებული  ტენდერის  სატენდერო  დოკუმენტაციაში  მითითებულმა  შემსყიდველმა  ორგანიზაციებმა მობილური კავშირის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) უნდა დადონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან, გარდა ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

ბ) მე-6  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე