„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016146
2
17/01/2014
ვებგვერდი, 24/01/2014
280010000.35.113.016146
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2014 წლის 17 იანვარი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში (ვებგვერდი, 31/12/2012 სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016117,) და დადგენილებით დამტკიცებული  წესის:
1. მე-7 მუხლის 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4  დამხარების მსურველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57 001-დან 150 001-მდე შეუძლიათ სამედიცინო საჭიროებისათვის მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო სამედიცინო შემთხვევის დროს სამედიცინო დაწესებულებაში თანხა გადაირიცხოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომელთა ნოზოლოგიების ანაზღაურება არ ხდება არცერთი პროგრამით (როგორც სრული დაფინანსება, ასევე თანაგადახდა), გარდა საყოველთაო ჯანდაცვით არანაზღაურებადი შემთხვევისა. ერთჯერადად გადარიცხული თანხა შეადგენს ინვოისით მოთხოვნილი თანხის ნახევარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

შენიშვნა: იმ მოქალაქეებს რომელთა სამედიცინო მომსახურება (მშობიარობა, სხვა გადაუდებელი შემთხვევები) არ იფარება სახელმწიფოს ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაეწიოთ დახმარება მკურნალობის მოთხოვნილი ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.“

2. ამოღებული იქნეს მე-9 მუხლი.
3. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და თუ მათი სარეიტინგო ქულაა 57.001-დან 150.001 -მდე, თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით.

2. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა აქვთ 0-დან 57.001-ის ჩათვლით, წელიწადში სამჯერ მიეცემათ 100-ლარიანი დახმარება.“

4. ამოღებული იქნეს მე-16 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე