დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/1 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 16/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016191 |
|
„თვითმმართველი ქალაქის - ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №35 განკარგულების „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის - ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016185), კერძოდ: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები 19319,3 ათ. ლარის ოდენობით.
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის გრანტები 10019,3 ათ. ლარის ოდენობით.
“. |
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ხარჯები 14009,6 ათ. ლარის ოდენობით.
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5115,4 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის არაფინანსური აქტივების ზრდა 6015,4 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
“. |
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“.
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 194,3 ათ. ლარის ოდენობით.“. |
9.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 40.7 ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 40.7 ათ. ლარის ოდენობით. |
10.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირებას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირებას, გამწვანების სამუშაოებს და სხვა.“. |
11.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვქპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოები და დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება.“.
|
12.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.5 ქვქპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.2.5 სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქალაქში, დღეისათვის არსებული სანიაღვრე არხების ქსელები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან სანიაღვრე არხები ზოგან ჩახერგილია, ზოგან კი მოშლილია. დღეისათვის, ქალაქის რამოდენიმე ქუჩაზე მოწყობილია ახალი სანიაღვრე არხები. სულ ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქში არსებული სანიაღვრე არხების 65%. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კი განხორციელდება სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, მათი აღდგენა და მოვლა-პატრონობა, ასევე სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის და სატუმბო სადგურების რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურება. |
13.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3 და 2.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძუკუ ლოლუას სახელობის ცენტრალური პარკისა და მრავალსართულიანი ს/სახლების ეზოების მოვლა-პატრონობა, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირება, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირება და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2014 წელს განხორციელდება საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარისა და სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებისა და რადიოსაათის მოვლა-პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძ. ლოლუას სახელობის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირება, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირება.“. |
14.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.1.5 და 4.2.6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„4.1.5 სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 05) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6 ათას ადამიანზე. პირველ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობა შესრულდება 2000 მაყურებელზე. გარდა ამისა იგეგმება არსებული ტრიბუნებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილის დემონტაჟი, დასავლეთი ტრიბუნის მოწყობა სრული ინფასტრუქტურით, პრეს-ლოჟების, გარე განათების სისტემების და ტაბლოს მოწყობა. ცენტრალური სტადიონისათვის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხით დასრულდება პირველი ეტაპის დარჩენილის სამუშაოები. 4.2.6 თეატრის მშენებლობა (გარდამავალი ობიექტი) (პროგრამული კოდი 05 03) ქალაქ ფოთში დრამატული თეატრი განთავსებული იყო ყოფილი ტაძრის შენობაში და წლების განმავლობაში განიცდიდა მაყურებელთა ადგილების სივიწროვეს, სულ იყო 250 ადგილი. დღეისათვის, ქალაქში შენდება თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტით ახალი დრამატული თეატრი 650 ადგილზე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქალაქის მაცხოვრებელთა მოთხოვნებს. ასევე შესაძლებელი იქნა ამ შენობაში სხვა ქალაქებიდან საგასტროლოდ ჩამოსული დასების მიღება. შენობაში იფუნქციონირებს კაფე-ბარი, საგასტროლო დასისთვის სასტუმრო და სხვა ობიექტები, რომლებიც მოემსახურება მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს.“.
|
15.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
2014 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ნაშთი (ფინანსური აქტივები) შეადგენს 40.7 ათ. ლარს. |
2.
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 16 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები