დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016108 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N–3 დადგენილების შესაბამისად |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016085). |
1.
I მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე, სტიქიით (მათ შორის ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების, მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე, ახალშობილებზე, ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ), ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე, პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისია (შემდგომ – კომისია). |
2.
მე-4 მუხლის, მეხუთე პუნქტში ამოღებულ იქნეს ,,ე“ ქვეპუნქტი; |
3.
მე-4 მუხლის, მეხუთე პუნქტის ,,ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) გაჭირვებული ოჯახების დახმარება, რომელშიც შედის: სოციალურად დაუცველი მძიმე კატეგორიის ავადმყოფების და სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 35000-ს) – ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) ლარი და არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; |
4.
მე-4 მუხლის, მეექვსე პუნქტის ,, ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები