საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ბეჭდური გამომცემლობის სარედაქციო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ბეჭდური გამომცემლობის სარედაქციო საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.027.016512
5
28/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
010240010.22.027.016512
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ბეჭდური გამომცემლობის სარედაქციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №5

2014 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ბეჭდური გამომცემლობის სარედაქციო საბჭოს შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“  ქვეპუნქტისა და  მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოში ოფიციალური ბეჭდვითი გამომცემლობის აღდგენის, ოფიციალური  ბეჭდვითი გამომცემლობის ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების, იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობის გაზრდის, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ბეჭდური გამომცემლობის სარედაქციო საბჭო (შემდგომში –  საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

თეა წულუკიანი  – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ალექსანდრე ბარამიძე  –  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი პატარიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონომდებლო მაცნეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

ნინო კვაჭანტირაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური გამომცემლობის სამსახურის უფროსი;

ოთარ გამყრელიძე  –  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი.

 

2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ ცალკეული მეცნიერები და ექსპერტები, რომლებიც შეირჩევიან სამართლის სხვადასხვა დარგში მოღვაწე იურისტებისაგან.

 

3. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.

 

4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

5. საბჭო განსაზღვრავს მოკლე და გრძელვადიან პრიორიტეტებს, რომლის მიხედვითაც იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში საქართველოს ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოების, თემატური კრებულებისა თუ სხვა იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოქვეყნების შესახებ, ბეჭდვის ტირაჟის ჩათვლით.

 

6. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.

 

7. სარედაქციო საბჭოს გაუქმება ან მის შემადგენლობაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

 

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი