,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016105
1
16/01/2014
ვებგვერდი, 24/01/2014
010250020.35.118.016105
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2014 წლის 16 იანვარი

ქ. ონი

 

,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.00542) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის   ,,ი“,  ,,კ“ და ,,ნ“   ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ი)  ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო შეუბნის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შეუბანი, ლაჩთა, ჭალა, ხურუთი, ნიგვზნარა, წოლა);

 

,,კ) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო პიპილეთის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: პიპილეთი, ჟაშქვა, ონჭევი,  სორგითი);

 

,,ნ) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კვაშხიეთის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კვაშხიეთი, ზუდალი, შრომის უბანი, ხეითი, ბოყვა,  ზვარეთი).

 

ბ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“  ქვეპუნქტი:

 

,,ტ) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კომანდლის  თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კომანდელი, ხირხონისი, ქრისტესი, სხიერი, ქორთა, სომიწო);

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე