დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე უფლების მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016383 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2229
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე უფლების მიცემის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2007 განკარგულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 500.0 ათასი ლარი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომლიდანაც აუთვისებელი დარჩა 1 435.8 ათასი ლარი.
2. მიეცეს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული რესურსი – 1 435.8 ათასი ლარი მიმართოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები