დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №407 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016374 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2218
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის № 407 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის № 407 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა)განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუ რის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა” ,,ბ” ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების და მათთან დაკავშირებული მომსახურებისსახელმწიფო შესყიდვა უზრუნველყოს 2013 წელს, ხოლო ამ განკარგულების პირველი პუნქტის,,დ” ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაუზრუნველყოს 2013-2014 წლებში .”;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. დეპარტამენტმაამ განკარგულების პირველი პუნქტის,,დ” ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონითგათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.”.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები