დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2014 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016420 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2213
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2014 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილების მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2014 წლის განმავლობაში შენახვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყონ ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 80566,50 ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან ან „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 31 495,5 ლარის ოდენობით;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 138 597 ლარის ოდენობით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 184518 ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები