დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016469 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2206
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ‑ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუ რის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართვე ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში ‑ დეპარტა მენ ტი) მიენიჭოს უფლებამოსილება:
ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობებით, შპს „ბელ–ბაუსთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვიტოს 2010 წლის 09 ივლისის შპს „ბელ-ბაუსთან“ გაფორმებული ტ.№54-2010 ხელ შეკრულება;
ბ) განახორციელოს შპს „ბელ–ბაუსთან“2010 წლის 09 ივლისს გა ფორმებული ტ.№54-2010 და 2012 წლის 08 აგვისტოს გაფორმებულ მშ№1-12 ხელშეკრულებებზე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხიდან (5%) ნახევრის (2.5%) შპს „ბელ-ბაუსთვის“ ანაზღაურება, და ზიანებულ მონაკვეთებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების გა თ ვალისწინებით დაკავებული თანხის (5%) გამოკლებით;
გ) შპს „ბელ‑ბაუსთან“2010 წლის 09 ივლისს გაფორმებული ტ.№54-2010 და 2012 წლის 08 აგვისტოს გაფორმებულ მშ№1-12 ხელშეკ რულებებზე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხი დან (5%-დან) მე-2 ნახევრის (2,5%) შპს „ბელ-ბაუსთვის“ ანაზღაურება განახორციელოს საავტომობილო გზის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერ თი წლის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულებებით და საქართველოს კა ნონ მდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
დ) უზრუნველყოს დამატებითი კვლევების ჩატარება საერთაშო -რისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ14-კმ21 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების შესწავლისა დაშემდგომ ში კვლევების საფუძველზე შესაძლებლობის შემთხვევაში მეწყერსაწი ნააღ მდეგო ღონისძიებებზე საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებ ლად, რათა შემდგომში განხილულ იქნეს მეწყერსაწინაააღმდეგო სამუშა ოე ბის განხორციელების შესაძლებლობა.
2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინან სება 2013 წელს განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტო მო ბილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02) განსაზღვრული ასიგ ნებებიდან, ხოლო 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონითმისთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები