ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.038.016264
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
17/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
020080000.22.038.016264
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2014 - 21/05/2014)

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №7

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი



                                                                                                                                                                          დანართი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების   წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. სამინისტრო ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის საფუძველზე.

3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.


მუხლი 2. ფორმების  მომარაგება და გაცემა
1. ფორმების მომარაგებას ახორციელებს სამინისტრო დამოუკიდებლად.

2. სამინისტრო ფორმების შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოლიგრაფიულ საწარმოში, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო მინდობილობა.

4. ფორმების გაცემა ხდება ამისათვის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ფორმების გაცემა უფლებამოსილ პირებზე აღირიცხება შესაბამის ჟურნალში რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და ბეჭედდასმული.


მუხლი 3. ფორმების  შენახვა
1. ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5- მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ფორმები ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან  (პირებთან), რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

3. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

4. სათავსო, სადაც ინახება ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.


მუხლი 4. ფორმების  შევსება
1. თითოეული ფორმის შევსება ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.

2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია ფორმის გამცემს შეაქვს სპეციალურ რეესტრში.


მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა ხდება  შესაბამისი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ფორმების ჩამოწერის თანდართული აქტის მიხედვით.  გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების  ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს ფორმების ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.