დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამუშაო ზონის ჰაერში ფიბროგენული, შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლებისა და ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017685 |
|
ტექნიკური რეგლამენტი ,,სამუშაო ზონის ჰაერში ფიბროგენული, შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლებისა და ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“
|
| მუხლი 1 |
მომუშავეთა ჯანმრთელობაზე საწარმოო გარემოს ზოგიერთი ტიპის არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების პროფილაქტიკის მიზნით, „ჯანმრთელობის დავის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს თანდართული დოკუმენტები: ა) „სამუშაო ზონის ჰაერში უპირატესად ფიბროგენული და შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)” – ტექნიკური რეგლამენტი; ბ) „სამუშაო ზონის ჰაერში ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)” – ტექნიკური რეგლამენტი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამუშაო ზონის ჰაერში ფიბროგენული, შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლებისა და ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 18 სექტემბრის №262/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი –
საწარმოო გარემოს ქიმიური ფაქტორები
სამუშაო ზონის ჰაერში უპირატესად ფიბროგენული და შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)
თავი I. ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1
1. ტექნიკური რეგლამენტი „სამუშაო ზონის ჰაერში უპირატესად ფიბროგენული და შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები” (ზდკ) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მავნე ნივთიერებების – ფიბროგენული აეროზოლების შემცველობა სამუშაო ზონის ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს (ზდკ) და უნდა ხორციელდებოდეს მათი შემცველობის სისტემატური კონტროლი. 3. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ)– სახელმწიფო ჰიგიენური ნორმატივი გამოიყენება საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობების, ვენტილაციის დაპროექტებისას, საწარმოო გარემოს ხარისხის კონტროლისა და მომუშავეთა ჯანმრთელობაზე არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკისათვის. 4. ზდკ – კონცენტრაციაა, რომელმაც ყოველდღიური (გარდა გამოსასვლელი დღეებისა), სამუშაოზე 8 საათის და კვირაში არა უმეტეს 40 საათისა, მთელი სამუშაო სტაჟის განმავლობაში არ უნდა გამოიწვიოს დაავადება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გადახრა, გამოვლენილი კვლევის თანამედროვე მეთოდებით უშუალოდ მუშაობის პროცესში, ან/და ახლანდელი და მომდევნო თაობების სიცოცხლის შორეულ პერიოდში. მავნე ნივთიერებების ზემოქმედება ზდკ-ის დონეზე არ გამორიცხავს ზემგრძნობელურ პირებში ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლას. 5. ნივთიერებათა უმეტესობისათვის ზდკ წარმოადგენს მაქსიმალურ ერთჯერადს. მაღალკუმულაციური თვისებების მქონე ნივთიერებებისათვის მაქსიმალურ ერთჯერად ზდკ-სთან ერთად დადგენილია საშუალო ცვლური ზდკ. 6. ფიბროგენული აეროზოლების ხანგრძლივი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე მაღალი კონცენტრაციებით (ზდკ-ზე მეტი) იწვევს ადამიანის სასუნთქი ორგანოების მძიმე პროფესიული დაავადებების – პნევმოკონიოზების და მტვრისმიერი ბრონქიტის განვითარებას. 7. მომუშავეთა ორგანიზმზე აეროზოლების ზემოქმედება მაღალი კონცენტრაციებით, გარდა პროფესიული დაავადებებისა, იწვევს პროფესიით განპირობებული ფილტვების და ზემო სასუნთქი გზების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების განვითარებას. 8. ჩამონათვალში ზდკ სიდიდეებთან ერთად მითითებულია აეროზოლების საშიშროების კლასი. ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მავნე ნივთიერებები, (აეროზოლები) იყოფა საშიშროების 4 კლასად: ა) განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები; ბ) ძლიერ საშიში ნივთიერებები; გ) ზომიერად საშიში ნივთიერებები; დ) მცირედ საშიში ნივთიერებები.
მუხლი 2 1. მუდმივი სამუშაო ადგილი - ადგილი, სადაც მომუშავე სამუშაო დროი სდიდი ნაწილი იმყოფება (50%-ზე, ანუწყვეტად 2 საათზე მეტი). ამასთან, თუსამუშაო სრულდება სამუშაო ზონის სხვადასხვა პუნქტში, მუდმივ სამუშაო ადგილად ითვლება მთელი სამუშაო ზონა. 2. სამუშაო ზონა - სივრცე იატაკიდან ან მოედნის დონიდან 2 მეტრამდე სიმაღლით, რომელზეც მომუშავეთა მუდმივი, ან დროებითი (არამუდმივი) ყოფნის ადგილებია.
3. სუნთქვის ზონა - სივრცე მომუშავეთა სახიდან 50 სმ-მდე რადიუსით.
4. მავნე ნივთიერება - ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმთან კონტაქტისას შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გადახრა.
5. საწარმოო მტვერი - მყარი ნივთიერების წვრილი ნაწილაკების ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება წარმოების პირობებში და შეწონილია ჰაერში.
6. აეროზოლი - ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკები, ანუ აეროდისპერსიული სისტემა, სადაც დისპერსიულ არედ წარმოდგენილია ჰაერი, დისპერსიულ ფაზად კი – მტვრის ნაწილაკები. 7. მტვრის (აეროზოლის) ფაქტორი - საწარმოო გარემოს ფაქტორი, რომელიც განპირობებულია წარმოების პროცესში მტვრის (აეროზოლის) წარმოქმნით და სამუშაო ზონის ჰაერში გავრცელებით, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიწვიოს პროფესიული დაავადებების აღმოცენებაც კი. 8. აეროზოლის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია აეროზოლის კონცენტრაცია, რომელიც განისაზღვრება აეროზოლის სინჯების უწყვეტი, ან დისკრეტული აღებისას მომუშავეთა სუნთქვის, ან სამუშაო ზონაში დროის 30-წუთიან შუალედში ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას აეროზოლის მაქსიმალური გამოყოფის თანხლებით. 9. აეროზოლის საშუალო ცვლური კონცენტრაცია აეროზოლის კონცენტრაცია, რომელიც განისაზღვრება სინჯების უწყვეტი, ან დისკრეტული აღებისას მომუშავეთა სუნთქვის, ან სამუშაო ზონაში ცვლის ხანგრძლივობის არანაკლებ 75% დროის შუალედში, ძირითადი, ან დამხმარე ტექნოლოგიური ოპერაციების, ასევე ცვლის განმავლობაში სამუშაოზე შესვენებისას მათი ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
მუხლი 3. მავნე ნივთიერებების, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლების შემცველობის კონტროლი სამუშაო ზონის ჰაერში უნდა განხორციელდეს მეთოდური მითითებების №4436-87 „უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლების კონცენტრაციების გაზომვის” მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4. სამუშაო ზონის ჰაერში აეროზოლების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (მათ შორის, ჯამში აეროზოლებისათვის) არ უნდა აღემატებოდეს 10მგ/მ3 -ს. თუ ჩამონათვალის გრაფაში „ზდკ-ის სიდიდე” მოცემულია 2 სიდიდე, ეს ნიშნავს, რომ მრიცხველშია მაქსიმალური ერთჯერადი, ხოლო მნიშვნელში საშუალო ცვლური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია. ჩამონათვალში გამოყენებულია აღნიშვნები: + – საჭიროა კანის და თვალების სპეციალური დაცვა; ა – აეროზოლი.
დანართი 1 ცხრილი 1
ცხრილი 2
ტექნიკური რეგლამენტი – სამუშაო ზონის ჰაერში ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)
თავი I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მუხლი 1. 1. ტექნიკური რეგლამენტი – „სამუშაო ზონის ჰაერში ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები” (ზდკ) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების – ლითონების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს (ზდკ) და უნდა ხორციელდებოდეს მათი შემცველობის სისტემატური კონტროლი. 3. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) –ჰიგიენური ნორმატივი გამოიყენება საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობების, ვენტილაციის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დაპროექტებისას, საწარმოო გარემოს ხარისხის კონტროლისა და მომუშავეთა ჯანმრთელობაზე არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკისათვის. 4. ზდკ – კონცენტრაციაა, რომელმაც ყოველდღიური (გარდა გამოსასვლელი დღეებისა), სამუშაოზე 8 საათის განმავლობაში და კვირაში არაუმეტეს 40 საათისა, მთელი სამუშაო სტაჟის განმავლობაში ზემოქმედებისას არ უნდა გამოიწვიოს დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გადახრა, რომელთა გამოვლენა შესაძლებელია კვლევის თანამედროვე მეთოდებით უშუალოდ მუშაობის პროცესში, ანდა ახლანდელი და მომდევნო თაობების სიცოცხლის შორეულ პერიოდში. მავნე ნივთიერებების ზემოქმედება ზდკ-ის დონეზე არ გამორიცხავს ზემგრძნობელურ პირებში ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლას. ზდკ-ის სიდიდე საწარმოო გარემოს შეფასებისა და გაჯანსაღების კრიტერიუმია და წარმოადგენს მომუშავეთა შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობებით უზრუნველყოფის საფუძველს. 5. ლითონების უმეტესობისათვის ზდკ წარმოადგენს მაქსიმალურ ერთჯერადს. მაღალკუმულაციური თვისებების მქონე ლითონებისათვის მაქსიმალურ ერთჯერად ზდკ-სთან ერთად დადგენილია საშუალო ცვლური ზდკ. 6. ლითონების აეროზოლების ხანგრძლივი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე მაღალი კონცენტრაციებით (ზდკ-ზე მეტი) საწარმოო პირობებში იწვევს ადამიანის სასუნთქი ორგანოების მძიმე პროფესიული დაავადებების – პნევმოკონიოზების (მეტალოკონიოზების) და მტვრისმიერი ბრონქიტის განვითარებას. 7. მომუშავეთა ორგანიზმზე ლითონების აეროზოლების ზემოქმედება მაღალი კონცენტრაციებით საწარმოო პირობებში, გარდა პროფესიული დაავადებებისა, იწვევს პროფესიით განპირობებული ფილტვების და ზემო სასუნთქი გზების სხვა ქრონიკული არასპეციფიკური და ალერგიული დაავადებების განვითარებას. 8. ჩამონათვალში ზდკ-ის სიდიდეებთან ერთად მითითებულია ლითონების საშიშროების კლასი. მავნე ნივთიერებები, მათ შორის ლითონები, იყოფა ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით საშიშროების 4 კლასად: ა) განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები; ბ) ძლიერ საშიში ნივთიერებები; გ) ზომიერად საშიში ნივთიერებები; დ) მცირედ საშიში ნივთიერებები. 9. სამუშაო ზონის ჰაერში ლითონების შემცველობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მეთოდური მითითებების „სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის კონტროლის” №3936-85 მოთხოვნების შესაბამისად. 10. სამუშაო ზონის ჰაერში ლითონების ზდკ უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 1-ში წარმოდგენილ მნიშვნელობებს.
დანართი 1 ცხრილი 1
ცხრილი 2
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები