საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016451
2184
26/12/2013
ვებგვერდი, 17/01/2014
000000000.00.003.016451
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2184

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ სს „ჯი პი სის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №201991229) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №36-ში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო №01.10.10.007.041), სს „ჯი პი სის“  საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, სარაჯიშვილის ქ. №21-ში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.10.002.005) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ:

ა) სს „ჯი პი სი“ უზრუნველყოფს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ქალაქ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, სარაჯიშვილის ქ. №21-ში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე: №1, №2, №3, №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.10.002.005) რეგისტრირებული იპოთეკის უფლების შეწყვეტას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში;

ბ) სს „ჯი პი სი“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადაიხდის 106 395 (ას ექვსი ათას სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს.

2. სს „ჯი პი სი“ ვალდებულია ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს გადასახდელი თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადას უნდა აღემატებოდეს  არანაკლებ ორი თვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ი. ღარიბაშვილი