საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შპს „ჯეოსელისაგან“ შეძენილ სატელეფონო სასაუბრო ბარათებთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შპს „ჯეოსელისაგან“ შეძენილ სატელეფონო სასაუბრო ბარათებთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016448
  • Word
2182
26/12/2013
ვებგვერდი, 17/01/2014
000000000.00.003.016448
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შპს „ჯეოსელისაგან“ შეძენილ სატელეფონო სასაუბრო ბარათებთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2182

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შპს „ჯეოსელისაგან“ შეძენილ სატელეფონო სასაუბრო ბარათებთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნსაქართველოს ში ­ნა ­გან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ჯეოსე ­ლისათვის“ სატელეფონო სასაუბრო ბარათების (ასტრა, ლაი-ლაი) დაბ ­რუ ­ნე ­ბისა და სანაცვლოდ ამ სასაუბრო ბარათების ღირებულების შესაბა ­მისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე .

2. მოწონებულ იქნეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვა ­ლისწინებულ ინფორმაციაში ასახულ საკითხთან დაკავშირებით საქარ ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ჯეოსელს“ შორის გასა ­ფორმებელი თანდართული შეთანხმების პროექტი.

3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გან ­კარ ­გუ ­ლების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებუ ­ლი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი            . ღარიბაშვილი

 

დანართი

შეთანხმება

 

შპს „ჯეოსელისათვის“ სატელეფონო სასაუბრო ბარათების (ასტრა, ლაი-ლაი) დაბრუნებისა და სანაცვლოდ ამ სასაუბრო ბარათების ღირებულების შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე

 

ქ.________________________                                         „______“ ____________ _________წ.

შეთანხმების დადების ადგილი                                                                შეთანხმების დადების თარიღი

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის ---- დეკემბრის №–--- განკარგულების შესაბამისად, ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) წარმოდგენილი -------------------------------------------------------------------– სახით და მეორე მხრივ, შპს „ჯეოსელი“, წარმოდგენილი -------------------------------------------------------- სახით, ვდებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:

 

1. შეთანხმების საგანი

1.1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე სამინისტრო გადასცემს შპს „ჯეოსელს“ სამინისტროს ბალანსზე რიცხულ სატელეფონო სასაუბრო ბარათებს, კერძოდ: 6494 ცალი ლაი-ლაი ბარათი (ნომინალი 10 ლარი) ღირებულებით – 61693 ლარი, 14139 ცალი ასტრა ბარათი (ნომინალი 25 ლარი) ღირებულებით – 335801,25 ლარი, 2662 ცალი ლაი-ლაი ბარათი (ნომინალი 5 ლარი) ღირებულებით – 12644,50 ლარი, 6306 ცალი ასტრა ბარათი (ნომინალი 15 ლარი) ღირებულებით – 89860,5 ლარი, საერთო ღირებულებით – 499999,25, ხოლო შპს ,,ჯეოსელი“ აღნიშნული ბარა­თების ღირებულების თანხას (499 999,25 ლარი) მიმართავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

2. შეთანხმების ფასი

2.1. შეთანხმების ფასი, ბარათების ღირებულება შეადგენს 499 999,25 ლარს.

2.2. შპს ,,ჯეოსელის“ მიერ შეთანხმების ფასის გადახდა ხდება სრუ­ლად, შემდეგ სახაზინო ანგარიშზე : ბიუჯეტის შემოსულობების სახაზი­ნო კოდი: 302003460; ანგარიშის ნომერი: GE24NB0330100200165022; ბანკის კოდი: TRESGE22.

 

3. მხარეთა ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა

3.1. სამინისტრო ვალდებულია გადასცეს შპს ,,ჯეოსელს“ უნაკლო ქონება და გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი.

 3.2. შპს ,,ჯეოსელი“ ვალდებულია მიიღოს სატელეფონო ბარათები და შეთანხმების ფასი სრულად გადაიხადოს შეთანხმების ხელმოწერი­დან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3.3. შპს „ჯეოსელი“ ვალდებულია ოფიციალურად აცნობოს სამი-ნის­ტროს გადახდის თაობაზე და წარმოადგინოს გადახდის დამადასტუ­რებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3.4. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდე­ბულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.5 . შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადაში ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია შპს „ჯეოსელს“ დააკისროს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შე­თა­ნხმებით გათვალისწინებული ქონების ღირებულების 0,1%-ის ოდე­ნობით.

 

4. დავის მოწესრიგება

4.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწ­ყდება ურთიერთშეთანხმების გზით.

4.2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო.

 

5. დასკვნითი დებულებანი

5.1. შეთანხმება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძა­ლის მქონე ოთხ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხა­რეს.

5.2. შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხა­რეთა წერილობითი თანხმობით.

5.3. ურთიერთობები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამ­დე­ბარე შეთანხმებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამი­სად.

 

6. მხარეთა რეკვიზიტები:

6.1. სამინისტრო:

მისამართი: __________________________________________

ტელეფონი:__________________________________________

ელ-ფოსტა: __________________________________________

საკონტაქტო პირი:____________________________________

6.2. შპს „ჯეოსელი“:

მისამართი: __________________________________________

ტელეფონი:__________________________________________

ელ-ფოსტა: __________________________________________

საკონტაქტო პირი:____________________________________

 

___________________________                                                 _________________________

/ხელმოწერა, ბეჭედი/                                                                                      /ხელმოწერა, ბეჭედი