დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016458 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2172
2013 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზოგიერთი ოფისისა და ობიექტის დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად საკუთარი სახსრებით 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები