ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016431
  • Word
2151
24/12/2013
ვებგვერდი, 17/01/2014
000000000.00.003.016431
ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2151

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,საქართველოში მოსახლეობის მიერ თავიანთ უფლებათა შეუფერხებლად განხორციელებისა და მათი გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნ­ველ­საყოფად, დაევალოთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (მათი დაფინანსების წყაროების მიუხედავად), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა დაწესე­ბულე­ბებ­სა და ორგანოებს ეთხოვოთ, უზრუნველყონ მათი ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებების განხორ­ციე­ლება საკუთარი საშუალებებითა და სახსრებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი . ღარიბაშვილი