დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016410 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2138
2013 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გან თავისუფლების თაობაზე
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის – კმ12+400 და კმ31+259, სამშენებლო სამუშ აოების შეუფერხებლად განსახორციელებლად, შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404859122) გან თავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 395 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
![]() |
2. შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
გ) მოპოვებული 395 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 10 000 მ3 გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ჩაყაროს ქობულეთის სანაპიროს აღნიშნულ X-730325 და Y-4633262 კოორდინატების ( ქ. ქობულეთში, სასტუმრო „სანაპიროს“ მიმდებარედ, ნაპირდამცავ დეზებთან ) ფარგლებში;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში;
ე) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 68 696 (სამოცდარვა ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ) ლარის გადახდა.
3. შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიერ ლიცენზიისგან განთავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამ ხედველობის დეპარტამენტი).
4 . შპს-მ „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბა შვილი
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები