დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016411 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2135
2013 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაციის” (ს/კ 208144051) სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.”.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები