დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 58 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017676 |
|
მუხლი 1 |
„საზოგადოებრივი ჯანრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს თანდართული „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი“; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის №349/ნ ბრძანება. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების, ევროდირექტივების, ქვეყნის რეგიონალური თავისებურებებისა და კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით და ადგენს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სანიტარიულ ნორმებს სასმელი წყლისათვის. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება: ა) ბუნებრივ ან დამუშავებულ წყალზე, რომელიც გამოიყენება სასმელად, საკვების მოსამზადებლად და სხვა სახის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მიუხედავად წარმოშობისა და მიწოდების ხერხისა (გამანაწილებელი ქსელის, ავზის და ცისტერნის, ბოთლის ან კონტეინერის საშუალებით მიწოდება); ბ) სურსათის ან სასურსათო პროდუქტების წარმოებისათვის განკუთვნილ წყალზე. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) სამკურნალო მინერალურ წყლებზე; ბ) სამედიცინო და სხვა სპეციალური დანიშნულების წყალზე; გ) ინდივიდუალური წყაროს გამოყენებით მიწოდებულ სასმელ წყალზე, რომლის წარმადობაა 10 მ3 დღე-ღამეში, ემსახურება 50-ზე ნაკლებ ადამიანს და არ არის ჩართული კომერციულ ან საზოგადოებრივ ქსელში; დ) იმ ნატურალურ მინერალურ წყლებზე, რომელთ ასაერთო მინერალიზაცია აღემატება 1500 მგ/ლ–ს. 4. სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება სასმელი წყლის ხარისხის შემდეგი მაჩვენებლები და მათი ნორმატიული სიდიდეები: ა) ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები; ბ) მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლები; გ) ქიმიური მაჩვენებლები (ზოგადი მაჩვენებლები, არაორგანული და ორგანული ნივთიერებები); დ) რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლები; ე) წყლის დამუშავების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებების ნორმატივები; 5. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მაჩვენებლების კონტროლი უნდა განხორციელდეს: ა) წყალგამანაწილებელი სისტემის შემთხვევაში – შენობისა და სათავსის შიგნით, უშუალოდ ონკანიდან, საიდანაც ჩვეულებრივ ხორციელდება წყლის მოხმარება; ბ) ავზისა და ცისტერნის შემთხვევაში – წყლის გამოსვლის წერტილში; გ) დაფასოების შემთხვევაში (ბოთლი, კონტეინერი და სხვ.) – წყლის ჩამოსხმის წერტილში, აგრეთვე, სარეალიზაციო ქსელში; დ) სურსათისა და სასურსათო პროდუქტების საწარმოებში – წყალმოხმარების წერტილებში. 6. სამელი წყლის მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზაცია, მიუხედავად ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, ვალდებულია აწარმოოს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული მონაცემების აღრიცხვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. 7. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პარამეტრებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია გაატაროს ზომები შესაბამისი სამსახურების ინფორმირების, დაბინძურების მიზეზების დაუყოვნებელი კვლევის, წყალმოხმარების შეზღუდვის და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. მუხლი 2. სანიტარიული მოთხოვნები სასმელი წყლისადმი 1. სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით, ქიმიური შემადგენლობით – უვნებელი და ჰქონდეს კეთილსასურველი ორგანოლეპტიკური თვისებები. 2. სასმელი წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. 3. სასმელი წყლის ორგანოლეპტიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს პირველ ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
ცხრილი№1
4. სასმელ წყალში არ დაიშვება შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი წყლის ორგანიზებისა და ზედაპირული აპკის არსებობა. 5. სასმელი წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში, დაბინძურების დეტექციისა და აღმოფხვრის მიზნით ტარდება კვლევები მე–2 ცხრილში მოცემულ დამატებით მაჩვენებლებზე არჩევითად, მიზეზის მიხედვით: ცხრილი№2
6. სასმელი წყლის ეპიდემიური უსაფრთხოებ აგანისაზღვრება მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების მე–3 ცხრილში მოცემულ ნორმატივებთან შესაბამისობით. ცხრილი №3
7. წყალდიდობისა და სხვა სტიქიური მოვლენების დროს მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატური ანაერობების კოლონიების წარმომქმნელი ბაქტერიების რაოდენობა 1 მლ წყალში დასაშვებია არაუმეტეს – 100 კწე. 8. წყალსადენის ქსელის წყალაღების წერტილებში 12 თვის განმავლობაში მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატიური ანაერობების და საერთო კოლიფორმული ბაქტერიების ნორმატივების გადაჭარბება დაუშვებელია სინჯების 95%–ში. 9. საერთო კოლიფორმული ბაქტერიებისა და E. coli–ის განსაზღვრა ხდება წყლის სამ პარალელურ 100–100 მლ–იანსინჯში. 10. ლამბლიებისა და დიზენტერული ამებისცისტების განსაზღვრა ხდება ზედაპირული წყაროების წყალმომარაგების სისტემებში. 11. სასმელი წყალი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს მე–4 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს. ცხრილი №4
12. კონტროლი და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პესტიციდებზე, რომლებსაც შესაძლებელია შეიცავდეს წყალმომრაგების წყარო, ამასთან, მაჩვენებლების შესაბამისობა უნდა განისაზღვროს თითოეული პესტიციდისათვის ინდივიდუალურად, ხოლო ალდრინის, დიელდრინის, ჰესტაქლორისა და ჰეპტაქლოეპოქსიდის შემცველობის ნორმა უნდა შეადგენდეს 0,030 მკგ/ლ–ს. 13. სასმელი წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რეგლამენტირებულია შემდეგი პესტიციდები, მათი მეტაბოლიტები, რეაქციისა და დაშლის პროდუქტები: ა) ორგანული ინსექტიციდები; ბ) ორგანული ჰერბიციდები; გ) ორგანული ფუნგიციდები; დ) ორგანული ნემატოციდები; ე) ორგანული აკარიციდები; ვ) ორგანული ალჰიციდები; ზ) ორგანული როდენტიციდები; თ) ორგანული სლიმიციდები; ი) მსგავსიპ როდუქტები (მათ შორის, ზრდის რეგულატორები). 14. იმ მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობა, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ხვდება წყალმომარაგების წყაროებში და არ არის მოცემული მე-4 ცხრილში, არ უნდა აღმატებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის ხარისხობრივ ნორმებს. 15. სასმელი წყლის რადიაციული უსაფრთხოება განისაზღვრება საერთო α და β-რადიოაქტიობის მაჩვენებლების მე–5 ცხრილში მოცემულ ნორმებთან შესაბამისობით. ცხრილი№ 5
16. საერთო რადიოაქტიობის ნორმატივების გადაჭარბებისას დამატებით წარმოებს წყალში არსებული რადიონუკლიდების იდენტიფიკაცია. გამოვლენილი რადიონუკლიდების კონცენტრაციების შეფასება ტარდება რადიაციული უსაფრთხოების ნორმების მიხედვით. 17. წყალმომარაგების სისტემაში წყლის დამუშავების პროცესში გამოყენებული და წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს. ამასთან, საკონტროლებელი მაჩვენებელი შეირჩევა კონკრეტულად გამოყენებული დამუშავების ტექნოლოგიის მიხედვით. ცხრილი№ 6
18. თავისუფალი ქლორით წყლის გაუვნებლობისას, წყალთან ქლორის კონტაქტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 30 წუთისა, შეკავშირებული ქლორით – არანაკლებ 60 წუთისა. 19. სასმელ წყალში თავისუფალი და შეკავშირებული ქლორის ერთდროული შემცველობისას, მათი საერთო კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 1,2 მგ/ლ. 20. სასმელ წყალში ნარჩენი ოზონის შემცველობის კონტროლი ხდება შემრევი კამერის შემდეგ, წყალთან ოზონის არანაკლებ 12-წუთიანი კონტაქტისას. 21. სასმელ წყალში რამდენიმე ქიმიური ნივთიერების აღმოჩენისას, რომლებიც ნორმირდება ერთნაირი მალიმიტირებული ნიშნით თითოეულის გამოვლენილი კონცენტრაციის მის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შეფარდებათა ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1–ს. აღნიშნული არ ვრცელდება რადიოლოგიურ კომპონენტებზე. მუხლი 3. სასმელი წყლის ხარისხის შიდა კონტროლი და მონიტორინგი 1. სასმელი წყლის ხარისხის შიდა კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება წყლის მიმწოდებლის მიერ. 2. მიმწოდებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში სასმელი წყლის განსასზღვრი მაჩვენებლები და გამოსაკვლევი სინჯების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მე–7 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს. 3. მიწისქვეშა წყალმომარაგების წყალგამანაწილებელ სისტემაში, რომელიც წყლით უზრუნველყოფს 20 ათას მოსახლეს, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გამოკვლევისათვის სინჯების აღება წარმოებს თვეში ერთხელ. 4. წყალდიდობისა და საგანგებო სიტუაციების დროს სასმელი წყლის ხარისხზე უნდა დაწესდეს გაძლიერებული საკონტროლო რეჟიმი, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით. ცხრილი №7
5. მე-2 პუნქტით განსაზღვრული სინჯების რაოდენობაში არ შედის აუცილებელი საკონტროლო სინჯები, რომლებიც უნდა შესრულდეს გამანაწილებელი ქსელისრემონტისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შემდეგ. 6. სასმელი წყლის სინჯში საერთო კოლიფორმული ბაქტერიების და E.coli –ს აღმოჩენისას სასწრაფოდ ხდება მათი განსაზღვრა ხელმეორედ აღებულ წყლის სინჯში, გაბინძურების მიზეზების გამოსავლენად, ერთდროულად უნდა განისაზღვროს ქლორიდები, ნიტრიტები და ნიტრატები. 7. განმეორებით აღებულ წყლის სინჯში საერთო კოლიფორმული ბაქტერიების და (ან ) E.coli –ს აღმოჩენისას, წყლის გამოკვლევა ხდება ნაწლავის ჯგუფის პათოგენური ბაქტერიებისა და (ან) Streptococus faecalis არსებობაზე. 8. მიწისქვეშა და ზედაპირული წყალმომარაგების წყალსადენების წყლებიდან აღებულ ყველა სინჯის ანალიზის წარმოებისას აუცილებელია განისაზღვროს ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (გარდა გამაუვნებელი რეაგენტების გამოსაკვლევად აღებული სინჯებისა). 9. რუტინული მონიტორინგის მიზნით ლაბორატორიული კვლევები უნდა განხორციელდეს შემდეგ მაჩვენებლებზე: ა) ორგანოლეპტიკური: სუნი, გემო, ფერიანობა, სიმღვრივე; ბ) მიკრობიოლოგიური: მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები, საერთო კოლიფორმული ბაქტერიები E.coli ; გ) ქიმიური: PH, აზოტისფორმები (ამიაკი, ნიტრატი, ნიტრიტი), ქლორიდები, ჟანგვადობა, ნარჩენი ქლორი. მუხლი 4. სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი 1. სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სქემა, ჯერადობა, განსასაზღვრი მაჩვენებლები და გამოსაცდელი სინჯების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით. 2. სასმელი წყლის გამოცდა უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, კანონით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები