დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტი - სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017688 |
|
| მუხლი 1 |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შრომის ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის გასატარებელ ღონისძიებათა ხელშესაწყობად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ასევე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)“; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 25 დეკემბრის №346/ნ ბრძანება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი – სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)
|
მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სამუშაო ზონის ჰაერში ქიმიური ნივთიერებების ჰიგიენური ნორმატივები გამოიყენება შრომის პირობების ჰიგიენური შეფასებისათვის შემდეგი მიზნით: ა) მომუშავეთა სამუშაო პირობების შესამოწმებლად ჰიგიენურ ნორმატივებთან შესაბამისობის განსაზღვრის და ჰიგიენური დასკვნისათვის; ბ) გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებისას პრიორიტეტული მიმართულების დადგენისა და მისი ეფექტურობის განსაზღვრისათვის; გ) მონაცემთა ბანკის შესაქმნელად საწარმოს, დარგის, რეგიონის, რესპუბლიკის დონეზე; დ) პროფესიული რისკის დონის დასადგენად, პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად და მუშის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასასაბუთებლად; ე) პროფესიული დაავადებების და მოწამვლების შემთხვევათა გამოსაკვლევად. 3. ჰიგიენური ნორმატივები შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, რეგლამენტირების სპეციფიკურობის პრინციპით (ალერგენი, კანცეროგენი, გამაღიზიანებელი და სხვ.). 4. ჰიგიენურ ნორმატივებში ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებების შესახებ წარმოდგენილია კრებსითი ცხრილების სახით დანართებში 1, 2 და 3, სადაც თითოეული ნივთიერების შესახებ მოყვანილია შემდეგი მონაცემები: ქიმიური დასახელება (ანბანური წესით), ზდკ-ს სიდიდეები (მგ/მ3), აგრეგატული მდგომარეობა, საშიშროების კლასები, ბიოლოგიური ზემოქმედების თავისებურება, რიგ შემთხვევაში შენიშვნები უსაფრთხოების სტანდარტული ფრაზების მითითებით. 5. ჰიგიენურ ნორმატივებში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიცირება საშიშროების ხარისხის მიხედვით ეფუძნება შესაბამის მოთხოვნებს. 6. ჰიგიენური ნორმატივების დაცვა ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმოსათვის საკუთრების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად. მუხლი 2. ტერმინები და აღნიშვნები 1. ზდკ –ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია. 2. ზმდ – ზღვრული მოქმედების დონე. 3. ზსუდ – ზემოქმედების საორიენტაციო უსაფრთხოების დონე. 4. მუტაგენური ნივთიერება – ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს მემკვიდრეობითი ცვლილებები. 5. კანცეროგენური ნივთიერება (კ) – ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნეები. 6. გამაღიზიანებელი ნივთიერება (გ) – ნივთიერება, რომელიც კანთან და ლორწოვან გარსებთან შეხებისას (ერთჯერადი და განმეორებითი) იწვევს ქსოვილში ანთებითი პროცესის განვითარებას. 7. მასენსიბილიზებელი ნივთიერება – ნივთიერება, რომლის განმეორებითი ზემოქმედება იწვევს ორგანიზმის სპეციფიკური მგრძნობელობის მომატებას. 8. საშიშროება – გამოყენების რეალურ პირობებში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა. 9. საშიშროების კლასი – ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მაჩვენებელი. 10. რისკი – ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე. 11. მავნე საწარმოო ფაქტორი – საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორი, რომელიც შეიძლება გახდეს მიზეზი მომუშავის მწვავე დაავადების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების, სიკვდილის. 12. ქიმიური ფაქტორი – ნივთიერებები, მათ შორის, ზოგიერთი ბიოლოგიური ბუნების (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები), რომლებიც მიიღება ქიმიური სინთეზით და/ან რომელთა საკონტროლოდ გამოიყენება ქიმიური ანალიზის მეთოდი. 13. ექსპოზიცია – მავნე ფაქტორის ინტენსივობისა და ზემოქმედების ხანგრძლივობის რაოდენობრივი მახასიათებელი. 14. პროფესიული დაავადება – დაავადება, რომლის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება მავნე საწარმოო გარემოს ზემოქმედებას და სამუშაო პროცესს. 15. ალ – ალერგენი 16. ფ – ფიბროგენული 17. მ – მწვავედ მიმართული მოქმედება 18. + – საჭიროა კანის და თვალების დაცვა 19. ო – ორთქლი 20. ა – აეროზოლი 21. ო+ა – ორთქლი + აეროზოლი დანართი 1 ალერგენების ჩამონათვალი
დანართი 2 მწვავე მოწამვლის გამომწვევი ნივთიერებების ჩამონათვალი ცხრილი 1. მწვავე მოქმედების მექანიზმის მქონე ნივთიერებების ჩამონათვალი
* – აზოტის ხუთჟანგი და აზოტის ჟანგი ჰაერზე გარდაიქმნება აზოტის ორჟანგად ** – მრიცხველში – მაქსიმალური, მნიშვნელში კი საშუალო ცვლური ზდკ. *** – ნახშირბადის მონოქსიდის შემცველ ატმოსფეროში არა უმეტეს 1 საათის მუშაობის ხანგრძლივობისას ნახშირბადის ოქსიდის ზდკ-ს მომატება შეიძლება 50 მგ/მ³-მდე, თუ სამუშაოს ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, – 100 მგ/მ³-მდე, 15 წუთს –200 მგ/მ³-მდე. სამუშაო ზონის ჰაერში, ნახშირბადის ოქსიდის მომატებული შემცველობის პირობებში განმეორებითი სამუშაოების ჩატარება, შესაძლებელია არანაკლებ ორსაათიანი შესვენების შემდეგ. ცხრილი 2. გამაღიზიანებელი ნივთიერებების ჩამონათვალი
დანართი 3 ადამიანისათვის საშიში კანცეროგენული ნივთიერებების, პროდუქტების და საწარმოო პროცესების ჩამონათვალი ცხრილი 1. მრეწველობაში წარმოებული და გამოყენებული ნაერთებისა და პროდუქტების ჩამონათვალი **
* – მიღებულია ჰნ 1.2.009/2.2.5 008-02 ,,ადამიანისათვის კანცეროგენული ნივთიერებების, პროდუქტების, საწარმოო პროცესების, საყოფაცხოვრებო და ბუნებრივი ფაქტორების ჩამონათვალი (ნუსხა)“და ჰნ 2.2.5 686-98 ,,სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)“. ** – ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ზონის ჰაერში ჰიგიენური ნორმატივები (ზდკ). *** – ზეთზე აეროზოლის კონტროლის გარდა, დამატებით განსაზღვრავენ ბენზ(ა)პირენის შემცველობას სამუშაო ზონის ჰაერში. ცხრილი 2. საწარმოო პროცესები, რომლებიც ქმნის მომუშავე კონტინგენტში სიმსივნური ახალწარმონაქმნების განვითარების საშიშროებას
* ქიმიოთერაპიის ჩამტარებელი სამედიცინო პერსონალის შრომის პირობები მავნეობით მიეკუთვნება მე-3-4 კლასს. ** გადადენისას ბენზ(ა)პირენის შემცველობის მიხედვით: 0,075%-ზე ნაკლები – ზდკ 0,2 მგ/მ3; 0,075%-დან 0,15%-მდე – 0,1 მგ/მ3; 0,15%-დან 0,3%-0,05 მგ/მ3. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები