დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1006
2009 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების № 5 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სამუშაოები;
ბ) ქ. წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;
გ) სოფლების: ნარდევანის, რეხასა და აიაზმას კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია;
დ) სოფლების: არსარვანის, ბეშთაშენის, წინწყაროს, ავრანლის, აშკალის, გუნია-კალის, გუმბათის, თეჯისის, ოზნისა და ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
ე) სოფლების: კიზილ-კილისა, კირიაკისა და გუმბათის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;
ვ) ქ. წალკის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები