დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტექნიკური რეგლამენტის - „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017670 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2014 - 09/03/2016)
|
ტექნიკური რეგლამენტის - ,,ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების’’ დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
ტექნიკური რეგლამენტი - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები |
ეს ტექნიკური რეგლამნეტი ეფუძნება საქართველოს კანონს „სახანძარო უსაფრთხოების შესახებ“ და ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ძირითად მოთხოვნებს.
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ძირითად მოთხოვნებს. აიმ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას ის მოთხოვნები, რომლებიც არ არის მოყვანილი ამ ტექნიკურ რეგლამენტში, უნდა შესრულდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მიღებული სხვა ტექნიკური რეგლამენტების გათვალისწინებით.
მუხლი 1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები 1. სახანძრო დეპო – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისა და სახანძრო ტექნიკის განსათავსებლად და მოსავლელად განკუთვნილი შენობა-ნაგებობათა კომპლექსი.
მუხლი 2. ზოგადი დებულებანი 1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების შემადგენლობაში შედის სახანძრო დეპო, საწყობები, საწარმოო, დამხმარე, საზოგადოებრივი და სხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა ნუსხას ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ შემუშავებული საპროექტო დავალება, ამ ტექნიკური რეგლამნეტის დებულებების გათვალისწინებით. 2. სახანძრო დეპოები მათი დანიშნულების, ავტომობილების რაოდენობის, სათავსების შემადგენლობისა და ფართობის მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) I ტიპის – ქალაქების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო 6, 8, 10, 12 ავტომობილებისათვის; ბ) II ტიპის – ქალაქების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4,6 ავტომობილისათვის; გ) III ტიპის – ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო 6,8,10, 12 ავტომობილისათვის; დ) IV ტიპის – ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4,6 ავტომობილისათვის; ე) V ტიპის – დასახლებული პუნქტების (გარდა ქალაქებისა) დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4 ავტომობილისათვის. 3. ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპოს ტიპს განსაზღვრავს მათი მფლობელის ან მართვაზე უფლებამოსილი პირები. 4. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3. მიწის ნაკვეთების მოწყობისა და სახანძრო დეპოების შენობების განთავსების მოთხოვნები 1. სახანძრო დეპოები უნდა იყოს განთავსებული მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც გააჩნიათ გასასვლელები მაგისტრალურ ქუჩებზე ან საერთო საქალაქო დანიშნულების გზებზე. 2. მანძილი სახანძრო დეპოს ნაკვეთის საზღვრებიდან საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრი, ხოლო სკოლების, საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებების მიწის ნაკვეთის საზღვრებამდე – არანაკლებ 30 მეტრი. 3. სახანძრო დეპო უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთზე ისე, რომ მანძილი წითელი ზოლიდან სახანძრო ავტომობილების გასავლელის ფრონტამდე იყოს არანაკლებ 15 მეტრი, II, IV, V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის აღნიშნული მანძილი შეიძლება შემცირდეს 10 მეტრამდე. 4. მიწის ნაკვეთების ფართობი სახანძრო დეპოს ტიპის მიხედვით განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად. 5. სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე განლაგებული შენობებისა და ნაგებობების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად, ამასთანავე, დასაშვებია მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა. 6. სახანძრო დეპოს ტერიტორია უნდა იყოს დაყოფილი საწარმოო, სასწავლო-სპორტულ და საცხოვრებელ ზონებად. 7. საწარმოო ზონაში უნდა იყოს განთავსებული: სახანძრო დეპოს შენობა, სათადარიგო ტექნიკის დახურული გარაჟი და საწყობები. 8. სახანძრო დეპოს სასწავლო-სპორტული ზონაში უნდა განთავსდეს: სასწავლო სახანძრო კოშკი, ასმეტრიანი სიგრძის ზოლი წინააღმდეგობებით, მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი მოედნით სახანძრო ავტომობილების დასაყენებლად, სპორტული ნაგებობები (დანართი 2). 9. საცხოვრებელ ზონაში უნდა იყოს განთავსებული: სახანძრო დეპოს შენობის საცხოვრებელი ნაწილი ან საცხოვრებელი სახლი (სამსხურებრივი ბინები ან საერთო საცხოვრებელი), მოედნები დასვენებისათვის და საბავშვო თამაშებისათვის. სახანძრო დეპოს შენობის საცხოვრებელ ნაწილში შესასვლელი უნდა იყოს დაშორებული არანაკლები 15 მეტრის მანძილზე სახანძრო ტექნიკის სათავსიდან. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლი შეიძლება განთავსდეს სახანძრო დეპოს ტერიტორიის გარეთ. 10. საპროექტო დავალების შესაბამისად I და III ტიპის სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ობიექტები, რომლებიც რეკომენდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 დანართში. 11. სახანძრო დეპოს ტერიტორიის გამწვანების ფართობი უნდა შეადგენდეს ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 15%-ს. 12. სახანძრო დეპოს ტერიტორიას უნდა ჰქონდეს: ა) ორი შესასვლელი (გასავლელი), ჭიშკრის სიგანე შესასვლელში უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მეტრი; ბ) არანაკლებ 2 მეტრის სიმაღლის შემოღობვა; გ) მყარი საფარი არსებულ გზებსა და მოედნებზე. 13. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის წინ მდებარე ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე უნდა იყოს მოწყობილი შუქნიშანი და აკუსტიკური სიგნალის მქონე შუქის მაჩვენებელი, რომლებიც სახანძრო ავტომობილების გარაჟიდან განგაშზე გასვლისას შესაძლებელს გახდიან ტრანსპორტისა და ქვეითების მოძრაობის შეჩერებას. შუქნიშნის ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ქვედანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძიდან.
მუხლი 4. სახანძრო დეპოს შენობის მოცულობით-გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა 1. სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობი მიიღება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად, ხოლო ცენტრალური სახანძრო დეპოებისა – დანართი 4-ის შესაბამისად. 2. სახანძრო დეპოები უნდა იყოს არანაკლებ II ხარისხის ცეცხლმედეგობისა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემთხვევაში V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის დასაშვებია III, IIIა, V ხარისხის ცეცხლმედეგობის ერთსართულიანი შენობების დაპროექტება. ამასთანავე, V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში ხის კედლების, ტიხრების, ჭერის ზედაპირი სათავსების შიდა მხრიდან უნდა იყოს მობათქაშებული. 3. სახანძრო დეპოს ცენტრალური შესასვლელი უნდა იყოს შენობის მთავარი ფასადის მხრიდან. 4. განგაშის სიგნალზე სახანძრო ტექნიკის სათავსებთან პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დაუშვებელია ზღურბლების, საფეხურების, აგრეთვე კონსტრუქციების გამოწეული ნაწილების და დანადგარების მოწყობა იატაკის დონიდან 2,2 მეტრზე დაბლა. 5. განგაშის სიგნალზე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დერეფნების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,4 მეტრი. თუ მორიგე ცვლა განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ყველა კარი უნდა იღებოდეს სახანძრო ტექნიკის სათავსში ჩამოსასრიალებელი ბოძების განთავსების ადგილისაკენ მოძრაობის მიმართულებით. 6. სამრეცხაოს და სახანძრო ტექნიკის სათავსების სიმაღლე განისაზღვრება საპროექტო დავალებით, სახანძრო ტექნიკის ტიპის მიხედვით. 7. სახანძრო დეპოში მიმდინარე საწარმოო პროცესები სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით განეკუთვნება I ჯგუფს. 8. სახანძრო დეპოში კავშირგაბმულობის (კვანძი) სათავსი უნდა მდებარეობდეს გარაჟის გამოსასვლელიდან მარჯვნივ, ხოლო ტექნიკური მომსახურების საგუშაგო-მარცხნივ. 9. სახანძრო ტექნიკის სათავსში ავტომობილებს შორის, აგრეთვე ავტომობილებსა და შენობის კონსტრუქციებს შორის გასავლელების სიგანე მიიღება ამ ნორმების დანართი 5-ის შესაბამისად. სახანძრო ტექნიკის, ტექნიკური მომსახურების და სამრეცხაოს სათავსების სიღრმე უნდა შეადგენდეს I-IV ტიპის სახანძრო დეპოებისათვის 15-18 მეტრს, V ტიპისათვის – 12-15 მეტრს, ხოლო დიდი გაბარიტების მქონე ავტოტექნიკის განთავსებისა – საპროექტო დავალების მიხედვით. 10. სახანძრო ტექნიკის სათავსის ჭიშკრის სიგანე უნდა იყოს შეიარაღებაში არსებული სახანძრო ავტომობილების სიგანეზე 1 მეტრით მეტი. თითოეულ ჭიშკარს უნდა ჰქონდეს ხელის და ავტომატური საკეტები, აგრეთვე ფიქსატორები, რომლებიც გამორიცხავს მათ თავისით დაკეტვას. ჭიშკრის ზედა ნაწილი უნდა იყოს შემინული ჭიშკრის მთელი ფართის არანაკლებ 30%. პირველ (კავშირგაბმულობის კვანძიდან) ჭიშკარზე უნდა იყოს არანაკლებ 0,7x2 მ ზომის კუტიკარი. 11. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის გაბარიტები უნდა იყოს აღნიშნული 0,1 მეტრი სიგანის თეთრი ზოლებით, აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული საბჯენები ავტომობილების უკანა თვლებისათვის. სახანძრო ტექნიკის სათავსი უნდა იყოს აღჭურვილი ამინდის პირობების ტაბლოთი. თითოეული ჭიშკართან წინა კედელზე უნდა იყოს უკანა ხედვის სარკე ზომით არანაკლებ 1x0,4 მეტრი. 12. სახანძრო დეპოს შენობის გასასვლელის წინ, გზის საფარის გეგმარებითი ნიშნული უნდა იყოს სახანძრო ტექნიკის სათავსის იატაკის ნიშნულზე 0,15 მეტრით დაბლა. სახანძრო ტექნიკის სათავსის იატაკის დონე უნდა იყოს მომიჯნავე სათავსების იატაკის დონეზე დაბლა არანაკლებ 0,05 მეტრით. სახანძრო ტექნიკის სათავსში იატაკს უნდა ჰქონდეს ქანობი ჭიშკრის წინ გათვალისწინებული ტრაპებისა და ღარების მიმართულებით, კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით. 13. სახანძრო ტექნიკის სათავსში საჭიროა აირსარინების გათვალისწინება ავტომობილის მომუშავე ძრავიდან გამონაბოლქვი აირების მოსაცილებლად. აირსარინი სისტემა უნდა იყოს მუდმივად შეერთებული ავტომობილების გამოსაბოლქვ სისტემასთან და თვით გაითიშოს მისი მოძრაობის დასაწყისში. 14. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს სამრეცხაო უნდა იყოს ცალკე ბოქსში. 15. II,IV,V ტიპის სახანძრო დეპოები დასაშვებია ტექნიკური მომსახურების საგუშაგოების შეთავსება სახანძრო ტექნიკის სათავსთან. 16. სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში უნდა მოეწყოს სათვალიერებელი ორმოები შემდეგი გაანგარიშებით – ერთი ორმო 3 ავტომობლიზე. სათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ორი ჩასასვლელი (ერთი საფეხურებით, მეორე კავებით) და ზემოდან იხურებოდეს არანაკლებ 12 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის წნელის მოსასხსნელი გისოსით. ორმოს პერიმეტრზე უნდა მოეწყოს არანკლებ 80 მილიმეტრი სიმაღლის დამცავი რებორდა, ორმოს იატაკი და კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით, მის ძირზე უნდა დაეგოს ხის გისოსი, კედლებში უნდა იყოს გათვალისწინებული ნიშნები ინსტრუმენტებისათვის და ლამპარებისათვის. ნიშნები ლამპრებისათვის უნდა იყოს დაცული მექანიკური დაზიანებისაგან. 17. კავშირგაბმულობის კვანძს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება და უნდა იყოს განთავსებული სახანძრო ტექნიკის სათავსთან მომიჯნავედ, მათ გამყოფ ტიხარში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,5 მ ზომის ფანჯარა იატაკიდან 0,6 მეტრ სიმაღლეზე, საგზურების გადასაცემად დაუშვებელია კავშირგაბმულობის კვანძიდან უშუალოდ სახანძრო ტექნიკის სათავსში გასვლა. 18. კავშირგაბმულობის კვანძის სააკუმულატორო უნდა განთავსდეს მომიჯნავე ცალკე სათავსში, შესასვლელი უნდა ჰქონდეს ტამბურიდან. 19. სახანძრო სახელოების შენახვისა და ტექნიკური მომსახურების სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება. 20. აირწინაღებისა და აპარატების სამრეცხაოს და საშრობის კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით. 21. მორიგე ცვლის დასასვენებელი სათავსი უნდა იყოს განთავსებული პირველ ან მეორე სართულზე, სახანძრო ტექნიკისა და დასასვენებელ სათავსებს შორის უნდა იყოს ტამბური ან დერეფანი. 22. მორიგე ცვლის დასასვენებელი სათავსის მეორე სართულზე განთავსებისას, სახანძრო ტექნიკის სათავსში ჩასასვლელად, სართულთა შორის გადახურვაში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,2 მეტრი ზომის ღიობები 200 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის ბოძებით (1 ბოძი მორიგე ცვლის 7 კაცზე). ღიობების ზემოდან უნდა მოეწყოს კაბინები შიგნით გასახსნელი ორსაგდულიანი კარებით, რომლებიც უნდა აღიჭურვოს მაბლოკირებელი მოწყობილობებით კარების თავისით გაღების თავიდან ასაცილებლად. 23. სასწავლო კლასი და მორიგე ცვლის უფროსის კაბინეტი უნდა განთავსდეს მორიგე ცვლის სათავსების გვერდით. 24. რეგიონალური სპეციალიზებული რაზმებისთვის და ნაწილებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, სათავსების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება საპროექტო დავალებით.
მუხლი 5. საინჟინრო მოწყობილობა 1. სახანძრო დეპოს შენობას, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად უნდა ჰქონდეს კანალიზაცია, ცივი და ცხელი წყალმომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, ავტომატური და სუსტდენიანი მოწყობილობები (რადიოფიკაცია, საათიფიკაცია, ტელეფონიზაცია). 2. ავტომანქანების სამრეცხაო კანალიზაციის სისტემა გარე ქსელებთან უნდა იყოს მიერთებული სილანავთობდამჭერის მეშვეობით. 3. სახანძრო ტექნიკის სათავსში ჰაერის საანგარიშო ტ ემპერატურა უნდა იყოს +160C. სახანძრო ტექნიკის, სამრეცხაოს და ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში, როგორც წესი, უნდა იყოს გათვალისწინებული წყლით გათბობის სისტემა. სახანძრო ტექნიკის სათავსების ჭიშკარი უნდა იყოს მოწყობილი ხელით ჩასართველი ჰაერთბური ფარდებით. 4. სახანძრო ტექნიკის სათავსში უნდა იყოს გათვალისწინებული შიგა სახანძრო ონკანი. 5. სახანძრო ტექნიკის, სამრეცხაოს და ავტომობილების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში ჰაერმიმოცვლა უნდა იყოს მიღებული პრინციპით „ზევიდან-ზევით“ მომდენ-გამწოვი ვენტილაცია უნდა იყოს გაანგარიშებული ავტომობილების 50%-ის ერთდროული გასვლის პირობიდან გამომდინარე. 6. I-IV ტიპის სახანძრო დეპოების ელექტრომომარაგება უნდა იყოს I კატეგორიის საიმედობის. 7. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს შენობები უნდა იყოს მოწყობილი სახანძრო-სადარაჯო სიგნალიზაციით და ადმინისტრაციულ-მმართველობითი კავშირგაბმულობით. 8. კავშირგაბმულობის კვანძის, სახანძრო ტექნიკის, მორიგე ცვლის სათავსები და მათი დამაკავშირებელი დერეფნები უნდა იყოს მოწყობილი ავარიული განათებით აკუმულატორთა ბატარეებიდან და დამოუკდებელი სტაციონარული კვების წყაროდან. 9. სახანძრო დეპოს შენობა უნდა იყოს მოწყობილი სატელეფონო კავშირგაბმულობის ქსელით და სპეცხაზებით “01”, ხოლო სახანძრო ტექნიკისა და მორიგე ცვლის სათავსები – განგაშის სიგნალიზაციის დანადგარებით. 10. სანიტარიული კვანძები უნდა იყოს გათვალისწინებული სახანძრო დეპოს ყველა სართულზე. დანართი 1 (რეკომენდებული) სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი
დანართი 2 (სავალდებულო) სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე მდებარე სათავსების შემადგენლობა და ფართობები
*- სარეკომენდაციო სათავსები დანართი 3 (სავალდებულო)
სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობები
შენიშვნა: 1. ცენტრალურ სახანძრო დეპოებში დასაშვებია განლაგდეს: ა) ძალებისა და საშუალებების მართვის ცენტრი; ბ) ხანჯარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფი; გ) სასწავლო ცენტრი; დ) აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზა; ე) სახელოების საგუშაგო; საკონფერენციო დარბაზი კინოსაპროექციოთი და ფოიეთი. 2. ზემოაღნიშნული სათავსების ფართი მიღებული უნდა იქნეს დანართი 5-ის თანახმად. 3. სახანძრო დეპოში დასაშვებია ქაფწარმომქმნელის შესანახი 2 მ3-მდე ტევადობის ერთი ჭურჭლის განთავსება გათბობის მქონე ცალკე სათავსში. 4. სახანძრო დეპოს შენობაში სპორტული დარბაზი არ გაითვალისწინება, თუ იგი არსებობს სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსის შემადგენლობაში.
დანართი 4 (სავალდებულო)
ცენტრალური სახანძრო დეპოების სათავსების შემადგენლობა და ფართობები
შენიშვნა: ქალაქში 4 და ნაკლები ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის განლაგებისას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება (კვანძი) შეთავსებულია ერთ-ერთი ქვედანაყოფის კაშირგაბმულობის კვანძთან. დანართი 5 (რეკომენდებული) გასასვლელების სიგანე სახანძრო ტექნიკის სათავსში
დანართი 6 (რეკომენდებული)
I და III ტიპის სახანძრო დეპოებთან განთავსებული შენობა-ნაგებობები
შენიშვნა: 1. საგამომცდელო პოლიგონის მშენებლობა უნდა განხორციელდეს ქალაქგარეთ და უნდა შეთანხმდეს დადგენილი წესით. 2. შენობა-ნაგებობები უნდა განლაგდეს სამრეწველო და კომუნალურ-სასაწყობო ზონებში. დასაშვებია სასწავლო და სახანძრო-ტექნიკური ცენტრის განლაგება ქალაქის სელიტებურ ზონაში.
დანართი 7 სავალდებულო სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტებისათვის
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები