დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.000.000.05.001.002.942 |
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №012, 31.05.96, გვ. 16) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. სანოტარო მოქმედებები, რომელთაც ასრულებს გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული
1. დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებს ანდერძს;
ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
გ) ამოწმებს დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან;
დ) გადასცემს პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს;
ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
თ) ადასტურებს მოქალაქის იდენტურობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან.
2. საქართველოს კანონმდებლობით გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – გამგეობის (მერიის) რწმუნებულს შეიძლება დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ამ კანონის 41-ე მუხლით და ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 29 ივნისი
№5132–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები