,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016182
1
14/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
010260020.35.114.016182
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №1

2014 წლის 14 იანვარი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ - საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის№1 დადგენილებაში (სსმ, 26. 01. 2011 წ.)  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ო“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) შიდა აუდიტის სამსახური“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,14. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
   
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მათი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით დამოუკიდებელი, ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული მიდგომით შეაფასებს და გააუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და მიმართული იქნება დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებისაკენ.
ბ) შიდა აუდიტის სამსახურის შემადგენლობა:                                                                        
ბ.ა) სამსახურის უფროსი;                                                                                                            
ბ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;                                                                                      
გ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე