დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016189 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი № 1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
|
მუხლი 2.
სამსახურის კომპეტენცია |
ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება; ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შემოსული განცხადებებისა და მომართვების განხილვას; დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ე) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას; ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წინადადების და ინიციატივის მომზადებას სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის წარსადგენად; ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას; კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის უფროსი |
3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
3.2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
|
მუხლი 4.
დასკვნითი დებულება |
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები