„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016188
1
14/01/2014
ვებგვერდი, 15/01/2014
010260020.35.153.016188
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2014 წლის 14 იანვარი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის №3 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ,  12.02.2013 წ.  0010260020.35.153.016143.),  კერძოდ:
  1. 1.   მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „პ“. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.".

 

  1. 2.    მე-14 მუხლს დაემატოს მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„16. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს: მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი