დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (წიგნადი და პერიოდული გამოცემების ფონდი) ააიპ „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის“ თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 986 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №986
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (წიგნადი და პერიოდული გამოცემების ფონდი) ააიპ „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის“ თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაეცეს ააიპ „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკას“ 500 ერთეული – ჟურნალი, 3000 ერთეული – წიგნი (კავკასიის შესახებ ლიტერატურა) თხოვების ფორმით, არსებობის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები