დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (მუსიკალური ინსტრუმენტები) საქველმოქმედო ფონდისათვის „ხელოვანები – თანადგომისათვის“ თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 985 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №985
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (მუსიკალური ინსტრუმენტები) საქველმოქმედო ფონდისათვის „ ხელოვანები – თანადგომისათვის“ თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქველმოქმედო ფონდს „ ხელოვანები – თანადგომისათვის“ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები – ორი ერთეული პიანინო „ პეტროფი“ , საერთო ღირებულებით 3640 ლარი, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები