დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 945 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №945
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 4 დეკემბრის № 16/1635 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:
ა) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში მდებარე შენობის სარდაფის 244.18კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.507);
ბ) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში მდებარე შენობის სარდაფის 134.43კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.508);
გ) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში მდებარე შენობის სარდაფის 540.98კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.505);
დ) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში მდებარე შენობის სარდაფის 306.91კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.502);
ე) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში მდებარე შენობის I სართულის 2647.41კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.506).
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები