„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 10/01/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016068
2
10/01/2014
ვებგვერდი, 15/01/2014
010320000.32.061.016068
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2014 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №9 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 20.03.2013 წ., 010320000.32.061.016041) დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის  მე-4 მუხლში  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება, დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადების გათვალისწინებით,  დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.’’.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                            ვ. ყოლბაია